
ჩაბარების ვადა:
30 მარტი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1232 - ფასთა გამოკითხვა საფითხი მასალების შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას საფითხი მასალების შესყიდვაზე.
მასალების ჩამონათვალი:
# | დასახელება | განზ. ერთ | რაოდენობა |
1 | ეპოქსიდის გრუნტი | კგ | 660 |
2 | ეპოქსიდის საღებავი | კგ | 60 |
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია მასალების ღირებულების შესახებ;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- მასალების მიწოდების ვადები;
- პროდუციის სერთიფიკატები.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 30 მარტის 17:00 სთ-მდე;
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.