ჩაბარების ვადა:

7 მარტი 2022, 15:00

სტატუსი:

უარყოფილი

E
ელ. ტენდერი
T12337 - ტენდერი ჟინვალის ჰესის გამყვანი გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებასა და ტექნიკურ ზედამხედველობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, საიდენტიფიკაციო კოდი: 203826002) იწვევს მონაწილეობის მისაღებად (ტექნიკური და ფინანსური წინადადებების წარსადგენად) კვალიფიციურ პრეტენდენტებს, შემდეგი სამუშაოს შესრულებისათვის: ჟინვალის ჰესის გამყვანი გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება და ტექნიკური ზედამხედველობა (#3 პარაგრაფში მითითებული ტექნიკური დავალების შესაბამისად).

ინსტრუქცია:

  • პრეტენდენტმა წერილობითი უნდა მიმართოს დამკვეთს ტექნიკური დავალების დანართ # 1-ს მიწოდებასთან დაკავშირებით. წერილობით მოთხოვნას თან უნდა ერთვოდეს პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი გაუთქმელობის შეთანხმება, რომლის მიწოდებას დამკვეთი განახორციელებს, მოთხოვნის შემთხვევაში;
  • სატენდერო წინადადებების (ტექნიკური და ფინანსური შეთავაზების) წარდგენა უნდა განხორციელდეს წინამდებარე დოკუმენტში მოცემული ინსტრუქციების დაცვით;
  • წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 7 მარტი, 15:00 საათი;
  • ფინანსური შეთავაზების და განფასების მომსაზებისას გამოსაყენებილი ვალუტა არის ლარი. შეთავაზების ჯამური ფასი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს გადასახადების ჩათვლით (მათ შორის დღგ-);
  • სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს 30 კალენდარულ დღეს, წინადადებების მიღების ბოლო ვადიდან;
  • დამკვეთი უფლებამოსილია დააწესოს და განსაზღვროს ტენდერის ვადები, შეცვალოს სატენდერო პირობები, მოახდინოს პრეტენდენტების ინფორმირება დროულად, ან/და შეწყვიტოს სატენდერო პროცედურა, გამოქვეყნების შემდეგ, ნებისმიერ დროს;
  • დამკვეთის მიერ შექმნილი სატენდერო კომისია მოახდენს წინამდებარე ტენდერის გამარჯვებულის გამოვლენას, ამავე დოკუმენტში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. შეფასება განხორციელდება, როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური შეთავაზებების განხილვის საფუძველზე;
  • დამკვეთი უფლებამოსილია შეარჩიოს კონტრაქტორი გამოცდილების, სამუშაოების შესრულების ვადისა და სხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ამავდროულად არ არის ვალდებული შეარჩიოს ყველაზე დაბალი ფასის მქონე შეთავაზება;
  • დამკვეთი არ არის ვალდებული პრეტენდენტებს მიაწოდოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების ან/და შეფასების პროცესის შესახებ ინფორმაცია;
  • დამკვეთი უფლებამოსილია მოახდინოს ნებისმიერი ინფორმაციის, რომელიც მიღებულ იქნა პრეტენდენტისგან, გადამოწმება და ასევე მიიღოს პრეტენდენტისა და მისი საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია; არასწორი, ფალსიფიცირებული ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
  • დასუზტებების მოთხოვნა და შეკითხვები წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობით ფორმატში, და ამ მიზნებისათვისათვის გამოყენებულ უნდა იქნას tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • მიუღებელია ნებისმიერი ზეპირი მოთხოვნა;
  • დამკვეთი არ აგებს პასუხს იმ ინფორმაციაზე, რომელიც მიღებულ იქნა სხვა წყაროებიდან;
  • სატენდერო პროცედურაში მონაწილეობის მიღებისათვის, პრეტენდენტი უნდა იყოს დარეგიტრირებული www.tenders.ge საიტზე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია განთავსებულია www.tenders.ge, დანართის სახით;
  • იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი პრეტენდენტი არ გამოცხადდება, ჟინვალჰესის გვირაბის დათვალიერებისათვის დაორგანიზებულ ვიზიტზე, რომელიც დაგეგმილია 2022 წლის 1 მარტს 10 დან 17 საათამდე, დამკვეთი უფლებამოსილია შეააჩეროს და გააუქმოს სატენდერო პროცედურა ან/და არ განიხილოს ისეთი პრეტენდენტის შეთავაზება, რომელსაც არ მოუხდენია გვირაბის ფიზიკური დათვალიერება.

ტექნიკური დავალება:

  • ჟინვალჰესის და მისი გამყვანი გვირაბის ძირითადი პარამეტრები და აღწერა მოცემულია ჟინვალჰესის გამყვანი გვირაბის ინსპექტირების ანგარიშში. 2021 წლის მაისში, ჩატარებული ინსპექტირების და გამოვლენილი დეფექტების ტიპები და ჩამონათვალი მოცემულია აღნიშნულ ანგარიშში (ტექნიკური დავალების დანართი # 1). ამავე ანგარიშში განსაზღვრულია, სარეაბილიტაციო ანგარიშის პრიორიტეტები. გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადა არის 30 კალენდარული დღე, გვირაბში მობილიზაცია დემობილიზაციის ჩათვლით. (15 მასი-15 ივნისი).
  • მონაწილის მიერ გვირაბის დათვალიერება-ინსპექტირება, დაგეგმილია 1 მარტს, 10 დან 17 საათამდე.

დათვალიერების მიზანი:

  • დაზუსტდეს ანგარიშში მოყვანილი დაზიანების ტიპები, უბნების ლოკაციები და მოცულობები.
  • სარეაბილიტაციო სამუშაოების პრიორიტეტების დაზუსტება.
  • სამუშაოების მოცულობეის დადგენა, დამკვეთის ბიუჯეტის სამუშაოების შესრულების ხანგრძლივობის მიხედვით.
  • სამუშაოების საბიუჯეტო ხარჯთაღრიცხვის შედგენა საქართველოში მოქმედი სტანდარტების მიხედვით.
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება.
  • პროექტის მიმდინარეობის პერიოდში, საავტორო ტექნიკური ზედამხედველობა (მეთოდოლოგია, ტექნოლოგიები, ხარისხი), საჭიროების შემთხვევაში. პრიორიტეტების (სამუშაოების) შეცვლის ან დამატებითი გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულების შესახებ ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება დამკვეთთან შეთანხმებით.
  • შესრულებული სამუშაოების შეფასება, სრული აღწერით, შესაბამისი საშემსრულებლო ნახაზების მომზადებით. სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
  • პრედენტენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა პროექტის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, მათ შორის, სამუშაოების განხორციელების ეტაპისთვის, არანაკლებ (2 მილიონი ლარის) ოდენობით.

დამატებითი ინფორმაცია:

  • დამკვეთი მიაწოდებს წინამდებარე ტექნიკური დავალების დანართ #1 (ინსპექტირების ანგარიში) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი მოახდენს ხელმოწერილი გაუთქმელობის შეთანხმების წარდგენას. აღნიშნული შეთანამხება გაეგზავნება ყველა დაინტერესებულ პრეტენდენტს, მოთხოვნის შემთხვევაში. სხვა დამატებითი ინფორმაცია, მოცემულია წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციაში.
  • წინამდებარე ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2022 წლის 15 აპრილს, იმ დათქმით, რომ 2022 წლის 1 აპრილისათვის დამკვეთისთვის კონტრაქტორს წარმოდგენილი უნდა ჰქონდეს სატენდერო დოკუმენტაციის სრული პაკეტი.

წინადადების წარდგენის მომენტისათვის, პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს რომ არ იმყოფება:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

რომელიმე ზევით მითითებულის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პრეტენდენტი გაეთიშევა შერჩევის პროცეს.

ტექნიკური და ფინანსური შეთავაზების წარდგენა უნდა მოხდეს ქვემოთ მოცემული სტრუქტურისა და ინსტრუქციების შესაბამისად:

  • მოკლე მიმოხილვა (რეზუიმე)
  • კვალიფიკაცია და გამოცდილება:

პრეტენდენტის ზოგადი ინფორმაცია- უნდა მოიცავდეს როგორც კომპანიის ისტორიას, ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას, ასევე თანამშრომელთა რაოდენობას და შესრულებული სამუშაოების შესახებ შეჯამებას.

შესაბამისი საპროექტო გამოცდილება - მინიმუმ სამი პროექტის აღწერილობა, რომელიც მოიცავს შესრულებული სამუშაო ლოკაციას, დამკვეთს და მიმდინარე პროექტთან შესაბამისობას/რელევანტურობას. დამკვეთს აქვს უფლება მოითხოვოს, წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების კონტრაქტის ასლების,მიღება-ჩაბარებების აქტების და სხვა მსგავსი დოკუმენტაციის წარდგენა.

რეკომენდაციებიმინუმუმ სამი რეკომენდაცია, რომელშიც მოცემული უნდა იყოს კომპანიის სახელწოდების, საკონტაქტო მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტის მისამართი.

ქვეკოტრაქტორების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს კომპანიის სახელწოდებას, მისათვისგანსაზღვრულისამუშაოებისჩამონათვალსდაკვალიფიკაციისაღწერას

  • ტექნიკური შეთავაზება: აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოს დეტალური აღწერა (მეთოდოლოგია), შესრულების ვადა, წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, გამონაკლისები, პირობები და დაშვებები.
  • პროექტის მართვა და კომუნიკაცია- აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს სამუშაოს შემსრულებლის შესახებ ინფორმაცია (ჩართულ პირთა რაოდენობა, მათ შორის სამუშაოსა და პასუხისმგებლობის გადანაწილება, საკომუნიკაციო სტრუქტურა და ჩართულ პირთა რეზიუმეები (მოთხოვნის შემთხვევაში)).
  • პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს თითოეული შემოთავაზებული პირის ექსპერტიზის სფერო და ასევე მიუთითოს, რომელ პირს ექნება მთავარი პასუხისმგებლობა პროექტის სხვადასხვა ამოცანების შესრულებაზე. ძირითად პერსონალს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი და შესაბამისი გამოცდილება იმ სფეროში, რომლისთვისაც მათ შესთავაზებენ მომსახურების გაწევას. ტენდერის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირები ადგილობრივად იქნებიან ხელმისაწვდომები, სამუშაოს შესრულებისთვის განკუთვნილი ვადის განმავლობაში.
  • სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკისამუშაო დღეები რაოდენობა, რომელიც საჭიროა შესასყიდი მომსახურების შესრულებისათვის (როგორც ადგილზე, ასევე ოფისში).
  • ფინანსური შეთავაზება- აღნიშნულ ნაწილში მითითებული უნდა იყოს, როგორც სამუშაოს შესრულების ჯამური თანხა, ასევე კონკრეტული ტარიფების შესახებ ინფორმაცია. დამატებით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გადახდის გრაფიკი და პირობები.
  • სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად, პრეტენდენტმა უნდა წარმოდგინოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ.
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  • გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელი უნდა მოაწეროს კონტრაქტორის მართვის გეგმაზე.

შენიშვნა: ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტი წარმოადგენს საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს.

გადახდის პიროებები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით, მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში შესაძლებელია 20-25% ავანსის გაცემა.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • შეთავაზებების განხილვის შემდეგ დამკვეთი გაუგზავნის ხელშეკრულების სამუშაო ვერსიას, მის მიერ შერჩეულ პრეტენდენტს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტთა ვერ მოხეხრდა შეტანხმების მიღწევა სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით, დამკვეთი უფლებამოსილია გააგრძელოს მოლაპარაკება, შემდეგ პრეტენდეტთან, რომლის წინადადებაც ჩაითვლება მისაღებად.

უსაფრთხოების წესები:

  • სატენდერო წინადადების ფარგლებში, პრეტენდენტმა უნდა დაასტუროს, რომ ის, მის მიერ შემოთავაზებული შრომითი ძალა, ასევე ქვე-კონტრაქტორები მზად არიან შეასრულონ დამკვეთის, ასევე საქართველოში არსებული/მოქმედი უსაფრთხოების წესები და მოთხოვნები. პრეტენდენტი, რომელსაც გაუფორმდება ხელშეკრულება ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი თანამშრომლები და მოახდინოს ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტებისა და ნორმების დაცვა, დამკვეთისსაიტზესამუშაოს შესრულების პროცესში.

კონფიდენციალურობა:

  • წინამდებარე ტენდერის ყველა დოკუმენტი, სპეციფიკაცია, გეგმა, ნახაზი და დანართი არის დამკვეთის საკუთრება. პრეტენდენტებს არ აქვთ უფლება გადასცენ/გაავრცელონ/გაავრცელონ ისინი მესამე მხარეს ან გამოიყენონ ისინი რაიმე მიზნით, გარდა ამ წინადადების მომზადებისა.
  • დამკვეთის მიერ გაცემული ყველა დოკუმენტი და პრეტენდენტებისთვის მიცემული ინფორმაცია განიხილება, როგორც კონფიდენციალური და ამ კონფიდენციალურობაზე პასუხისმგებელნი არიან როგორც დამკვეთი, ასევე პრეტენდენტები.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 7 მარტი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: nkoberidze@gwp.ge
ტელ.: 555 68 93 98

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge 
ტელ.: +995 322 931111 (1141); 599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 მარტი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა