
ჩაბარების ვადა:
31 მარტი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1237 - მეორადი/ამორტიზირებული ავეჯის გაყიდვა
აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს აუქციონს მეორადი/ამორტიზირებული ავეჯის გაყიდვაზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- (დანართი #1) ავეჯის შეძენა უნდა მოხდეს სრული ასორტიმენტით, ბანკის მიერ მოწოდებული ფორმატის მიხედვით და არა ცალკეულ ლოტად.
- წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი, დაკავშირებული ყველა სახის გადასახადებთან.
ჩაბარების პირობები:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 31 მარტი, 2016 წ. 17:00 საათი.
ადგილმდებარეობა: სს ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162.
გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ:
- თქვენი პირადი/კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია;
- ”სს „ლიბერთი ბანკი“-ს სატენდერო კომიტეტს (აუქციონი მეორადი/ამორტიზირებული ავეჯის გაყიდვაზე”.
დამატებითი შეკითხვებისათვის მიმართეთ:
ზაზა გოგსაძე
ტელ: 599 88 08 17