
ჩაბარების ვადა:
25 მარტი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1239 - ტენდერი სამედიცინო სახარჯე მასალების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ აცხადებს ტენდერს სამედიცინო სახარჯე მასალების შესყიდვის მიზნით შემდგომი 12 თვის განმავლობაში, და მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.
ტენდერის მოთხოვნები:
- 1.1 სახარჯე მასალების მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღრული პირობების შესაბამისად;
- 1.2. სახარჯე მასალების მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ ადგილებზე:
შ.პ.ს "ჯეო ჰოსპიტალს" -ის სამტრედიის, გურჯაანის, მცხეთის, მარნეულის, საგარეჯოს, ბორჯომის, ბაღდათის, ზესტაფონის, გარდაბნის,დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, მარნეულის სამშობიარო, ვანის სამედიცინო ცენტრი, შპს ,,ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო"; სართიჭალის, ველისციხის, კაჭრეთის, იორმუღანლოს ამბულატორია. - 1.3. სახარჯე მასალის ვარგისიანობის ვადა (თუ ასეთი არის) მოწოდების მომენტისათვის არ უნდა იყოს პრეპარატის სრული ვადის ნახევარზე ნაკლები.
- 1.4. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტიურად მოწოდებული მედიკამენტის შესაბამისად წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
- 1.5. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სახარჯე მასალების მოწოდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის (თუ მოთხოვნილია) დაცვით;
- 1.6. შემოთავაზებული სახარჯე მასალები უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნილს;
- 1.7. პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური წინადადებების შერჩევა - შეფასება მოხდება ორ ეტაბად: პირველ ეტაპზე განიხილება ფასები, ხარისხი და გამოვლინდება სავარაუდო გამარჯვებული, რომელსაც მეორე ეტაპისათვის შესაძლო მოეთხოვება სხვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა;
- 1.8 სახარჯე მასალების სპეციკაციაში (იხ. ბმული) პრეტენდენტმა უნდა შეავსოს მონიშნული ველი ერთეულის და ნუმერაციის მკაცრი დაცვით;
- 1.9. დაინეტერსებულმა პირებმა განაცხადი მონაწილეობის თაობაზე , საკვალიფიკაციო მონაცემები (იხ. მუხლი 2) და მედიკამენტების სპეციფიკაცია (იხ. მუხლი 1.8) უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 25 მარტისა, 17:00 საათი შემდეგ მისამართზე: E-mail: tender@gh.ge; და ხელმოწერილი ფორმატი მისამართზე ქ.თბილისი, ვ.ფშაველას გამზ. 45, მე-5 სართული.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
პრეტენტენტების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებს და ინფორმაციას:
- რეკვიზიტები (იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძღვანელის სახელი და გვარი,იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, ელექტრონული მისამართი, ბანკის კოდი და ანგარიშსწორების ანგარიში);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ;
- შევსებული სპეციფიკაცია, სადაც იქნება წარმოდგენილი ერთეულის ფასი ეროვნულ ვალუტაში, წარმოშობის ქვეყნა, მწარმოებელი;
- ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს კანონდებლობით ყველა გადასახადი;
დამატებითი პირობები:
- ტენდერის მონაწილეს მოეთხოვება მიმდინარე სრული პროდუქციის პრეისკურანტის წარდგენა;
- განაცხადში უნდა იყოს მითითებული შემდეგი საკითხები:
- თუ იქნება გათვალისწინებული ფასდაკლება ბრუნვზე;
- წინადადებაში მითითებული ფასის უცვლელობის პერიოდი და პირობა;
- ვალდებულება იაფი ალტერნატივის შემოთავაზებაზე;
- კონსიგნაციის ვადა;
- კონსიგნაციის ვადის შემცირება თუ იმოქმედებს ფასზე. - სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდეტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი;
- საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნის საფუძველზე მედიკამენტების საქართველოში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობისა და მედიკამენტების ხარისხის სერთიფიკატის ცარდგენის საშუალება;