
30 მარტი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1242 - ტენდერი საერთაშორისო გადაზიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „TRUST“-ის საქმიანობას წარმოადგენს იმპორტი და ექსპორტი ელექტრონიკის, ტექსტილის, მობილური კომუნიკაციისა და შესაბამისი B2B ელექტრონული ვაჭრობის ბიზნესში; საწარმოო ქსელის გაფართოებიდან გამომდინარე (დღეში საშუალოდ 3-4 ტონა ტვირთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით), კომპანია იწვევს მაღალი რეპუტაციისა და კარგი ხარისხის მომსახურების მქონე საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიებს, სატენდერო წინადადების წარსადგენად თანამშრომლობისათვის.
სატენდერო წინადადების კონტენტი:
- ტრანსპორტირების საშუალებები:
საერთაშორისო ექსპრეს გადაზიდვები, საზღვაო ტრანსპორტირება. - ტვირთების გაგზავნა მოხდება ჩინეთიდან (შანხაი, ჰონგ კონგი, გუანჩჟოუ, შენჩჟენი);
- ერთეული ტვირთის წონა: 40-60 კგ.
- ტვირთების რაოდენობა: 60-70 ერთეული.
- ტვირთების/გზავნილების გადაზიდვის მომსახურების ტიპი: Door to Door.
- ექსპორტის რეგიონები:
- კონტინენტური ევროპის ქვეყნები.
- ჩრდილოეთ ამერიკა: ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა.
- სამხრეთ ამერიკა: კოლუმბია, ჩილე, ვენესუელა, პერუ, ბოლივია.
- აფრიკის კონტინენტის ქვეყნები.
- აზიის-წყნარი ოკეანის რეგიონი: ავსტრალია, ახალი ზელანდია და სინგაპური.
ფასები უნდა იქნეს წარმოდგენილი რეგიონული დაყოფის/ქვეყნების მიხედვით.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების წარდგენასთან დაკავშირებული ინსტრუქციები:
- სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა - 2016 წლის 30 მარტამდე.
- სატენდერო წინადადების დოკუმენტები უნდა მოიცავდეს: ფასების ჩამონათვალს (პრაისლისტი) და ხელშეკრულების სამუშაო ვერსიას.
საკვალიფიკაციო სერთიფიკატი:
- ბიზნეს ლიცენზიის ასლი.
- საგადასახადო რეგისტრაციის სერთიფიკატის ასლი.
სატენდერო წინადადების დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ e-mail-ზე: info@trust.com.ge
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ კაპანაძე 591 880000
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ წერილობით e-mail-ზე: info@trust.com.ge