ჩაბარების ვადა:

18 მარტი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12426 - ტენდერი ექსპერტი/მშენებელი, რომელიც უზრუნველყოფს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, უნივერსალური დიზაინის შესაბამისი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ადაპტირებული შენობის აშენებას და შიდა მოპირკეთებაზე

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ტენდერს სოციალური ინკლუზიის ცენტრის შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს ესაჭიროება ექსპერტი/მშენებელი, რომელიც უზრუნველყოფს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, უნივერსალური დიზაინის შესაბამისი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ადაპტირებული შენობის აშენებას და შიდა მოპირკეთებას. 

წინადადების მიღების დაწყების თარიღი: 07.03.2022
წინადადების მიღების დასრულების თარიღი: 18.03.2022 
წინადადების განხილვის ბოლო ვადა: 25.03.2022
ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: 30.03.2022
მომსახურების დასრულების ბოლო ვადა: 30.09.2022

ტექნიკური დავალების მიზანი:

  • ტექნიკური დავალების მიზანია, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხარისხიანი მომსახურებისათვის, უნივერსალური დიზაინის პრინციპების დაცვით, სოციალური ინკლუზიის ცენტრის მშენებლობა და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. 

კონკრეტული დავალება:

  • კონკრეტული დავალება მოიცავს ჩასატარებელ სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგი დანართებით გათვალისწინებული საქმიანობით:
    - დანართი #1 - გენგეგმა;
    - დანართი #2 - საინჟინრო კონსტრუქციული ნაწილი;
    - დანართი #2.1-საინჟინრო კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზა;
    - დანართი #3 - გეოლოგიური კვლევა;
    - დანართი #3.1-გეოლოგიის ექსპერტიზა;
    - დანართი #4-ტექნიკური რეგლამენტის მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები; - დანართი #5-არქიტექტურული პროექტი;
    - დანართი #6-ტოპოგრაფიული გეგმა;
    - დანართი #7- ლოკალური სახარჯთაღრიცხვო ანგარიში;
    - დანართი #8-გათბობა, კანალიზაცია. 

სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემები (იურიდიული პირისთვის): 

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ამონაწერში არ უნდა ფიქსირდებოდეს ყადაღა, გირავნობა, იპოთეკა ან რაიმე სხვა ტიპის შეზღუდვა). ცნობა შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ.
  • ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
  • ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ანგარიშფაქტურისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ. 

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე უნდა წარმოადგინონ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული სატენდერო წინადადების კონვერტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდგომ დოკუმენტებს: 

  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა სრულად შევსებული, მატერიალური სახით და ელექტრონული ვერსია ფლეშ-მეხსიარებაში ჩაწერილი; 
  • ინფორმაცია პრეტენდენტის მსგავსი ხასიათისა და შინაარსის გამოცდილების შესახებ, რაც უნდა დასტურდებოდეს, ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარებით და ანგარიშ-ფაქტურებით; (დანართი #7)
  • სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდგომ;
  • სამუშაოთაგეგმა-გრაფიკიგაწერილითვეებისადათანხებისშესაბამისად;
  • ინფორმაცია პერსონალის გამოცდილების შესახებ (დანართის #9 და დანართი #10 შესაბამისად);
  • ინფორმაციაშესასრულებელისამუშაოებისსაგარანტიოპირობებისშესახებ(მუხლი7.4);
  • ინფორმაცია სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების შესახებ (მუხლი 7.5), დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდგომ;
  • ინფორმაცია, კომპანია საჭიროებს თუ არა წინასწარ საავანსო თანხას და რა ოდენობით (მუხლი 7.7)

შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები:

  • შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ პრეტენდენტს. 

შერჩევის კრიტერიუმები: 

  • მსგავსი ტიპის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება - 30 ქულა;
  • პირობების დაკმაყოფილება (მუხლი 7 - ის შესაბამისად) – 30 ქულა;
  • მომსახურების ღირებულება – 40 ქულა.

განაცხადი მიიღება მატერიალური სახით, 2022 წლის 7 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე: ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. #64; განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64;
ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი: ავთანდილ მაჩიტაძე
ტელეფონი: 577613693 
ელ-ფოსტა: avtandil_machitadze@edec.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები