ჩაბარების ვადა:

24 მარტი 2022, 18:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T12510 - ტენდერი ტურნიკეტის ნაწილის და ID ბარათების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,შავი ზღვის ტერმინალი“ აცხადებს ტენდერს შესყიდვაზე ტერმინალზე არსებული ტურნიკეტისთვის:

  • კონტროლერი ZKTeco F22/ID Controller- 1 ცალი
  • ბარათი EM Marine 125kHz- 200 ცალი

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული კომერციული შემოთავაზება (PDF ფორმატის ფაილი):

  • კომპანიის ან/და ფიზიკური პირის სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი;
  • პროდუქტის დეტალური დასახელება;
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება (DAP ხობი,სოფ,ყულევი);
  • მოსაწოდებელ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ1 (ერთი) წლიანი გარანტია

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

ტენდერის ძირითადი დროს გასვლის შემდეგ, კომპანიამ შესაძლოა დამატებითი დრო მისცეს მონაწილე კომპანიებს, რომ მათ მიერ მოხდეს შემოთავაზებების გადახედვა/ გაუმჯობესება

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 24 მარტი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირები:
შესყიდვების განყოფილება
მაია დონდოლაძე 577298802
ნინო ტეფანია 577298806



ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    17 მარტი 2022 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა