ჩაბარების ვადა:

11 აპრილი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12533 - ტენდერი ვებ-გვერდის შექმნაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება ბანკი ქართუ აცხადებს ღია ტენდერს ვებ გვერდის შექმნაზე

ტენდერის მოთხოვნები და პირობები:

  • ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს (წარადგინოს ნაბეჭდი სახით) შემდეგი:
  • მომსახურების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით (ვალუტის მითითებით);
  • გარანტიის პირობები;
  • მოწოდების ვადები;
  • ანგარიშსწორების პირობები (იმ შემთხვევაში, თუ წინადადება მოწოდებულ იქნება უცხოურ ვალუტაში, მნიშვნელოვანია, რომ გადახდის პირობები ითვალისწინებდეს თანხის გადახდას ლარში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით);
  • მხარდაჭერის პირობები და ფასები
  • პრეტენდენტის შესრულებული ვებ გვერდების პორტფოლიო.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • კომპანიის რეკვიზიტები: სრული დასახელება, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საკონტაქტო ტელეფონები, პასუხისმგებელი პირი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის შესახებ და საბანკო რეკვიზიტები;
  • იმ შემთხვევაში, თუკი საქონლის და მომსახურების მიწოდება/სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, დაინტერესებული კანდიდატ(ებ)ის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

ტენდერში გამარჯვებულ პირს, ხელშეკრულების გაფორმებამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება:

  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ ტენდერში მონაწილე პირის ქონებაზე არ არსებობს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
  • კანდიდატებს შეიძლება მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება, რაზეც ეცნობებათ დამატებით და განესაზღვრებათ შესაბამისი ვადა. აღნიშნულ ვადაში დოკუმენტაციის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს სატენდერო წინადადებაზე უარის თქმის საფუძველი.

ტენდერის მოთხოვნები:

  • საიტის დიზანი უნდა შეიქმნას სს ბანკი ქართუს ბრენდ ბუქის პრინციპების გათვალისწინებით
  • საიტის დიზაინი უნდა იყოს უნიკალური და არ იმეორებდეს ბაზარზე არსებულ ანალოგებს
  • შექმნილი საიტი უნდა იყოს თავსებადი დესკტოპ კომპიუტერებთან, სმარტფონებთან, პლანშეტებთან და ა. (. Responsive)
  • გათვალისწინებული უნდა იყოს SEO ოპტიმიზაციის მოთხოვნები
  • გათვალისწინებული უნდა იყოს Google Analytics ჩაშენება
  • მოწოდებული უნდა იქნას საიტის კოდის (CSS, Javascript) დაუკომპრესირებელი/სამუშაო ვერსია
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია შექმნას საიტის ყველა გვერდი/მოდული ( საიტის გვერდების, მოდულების სავარაუდო რაოდენობა თანდართულია საიტის რუკის სახით)
  • საიტი უნდა იყოს დაწერილი თანამედროვე პროგრამული ენის ბოლო ვერსიაზე
  • დახმარების გაწევა ვებ-გვერდის შინაარსისა და ინფორმაციის განახლებაში;
  • ვებ-გვერდის გაშვების შემდგომ მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კონსულტაციების უზრუნველყოფა
  • აუცილებელია ვებ გვერდი იყოს სრულად მართვადი
  • საიტის ენა - ქართული / ინგლისური
  • საიტის შექმნიდან 1 წლის განმავლობაში კომპანია ვალდებულია მოგვაწოდოს მხარდაჭერის უფასო სერვისი
  • საიტი თავსებადი უნდა იყოს ყველაზე გავრცელებული ბრაუზერების ვერსიებთან (Microsoft Edge, Google Chrome, Opera, Mozilla Firefox, Safari)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შეთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2022 წლის 11 აპრილი, 18:00 საათი.
  • სატენდერო დოკუმენტაცია დალუქული კონვერტით უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი 0162, ჭავჭავაძის გამზ. 39ა .
    სს ბანკი ქართუ, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
email: info@cartubank.ge
tel: *8080, (032) 200 80 80 ext 550

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები