ჩაბარების ვადა:

8 აპრილი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T12585 - ტენდერი ქსელური მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ევროპული სკოლააცხადებს ტენდერს ქსელური მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

თანდართულ ფაილში გთხოვთ იხილოთ:

  • ტექნიკური სპეციფიკაცია - დანართი-N1.xlsx;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტაცია:

  • ომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში სრულად შევსებული დანართი N1-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, კომერციული წინადადების წარდგენა დასაშვებია სხვა ვალუტაშიც, მოცემული ფასი უნდა შეიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს კომპანიის მისამართზე ქ. თბილისში;
  • მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF) - Cisco ბრენდისთვის;
  • მართვადი სვიჩების გარდა სხვა პოზიციებზე დასაშვებია ალტერნატიული ბრენდების წარდგენა;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია მსგავსი პროექტების შესრულების შესახებ;
  • წარდგენილი ბრენდის ოფიციალური სტატუსის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი სერტიფიკატის ან სხვა ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 8 აპრილი, 17:00 საათი.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი: 25/03-ES-P/Net-22;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: . თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18;

საკონტაქტო პირები:
სატენდერო დოკუმენტაციის საკითხები:
დიმიტრი აგეკიანი
მობ: (598) 88-94-90
ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge

ტექნიკური საკითხები:
ალექსანდრე ჩუპრინი
მობ: (577) 21-27-37
ელ.ფოსტა: alexander.chuprin@europeanschool.ge

დასაშვებია მოთხოვნილი დოკუმენტაციის გაგზავნა ელექტრონული სახით ელ-ფოსტის მისამართზე: dagekyan@gig.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 32400000 ქსელები