ჩაბარების ვადა:

6 აპრილი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12600 - ტენდერი ექსპერტი/მშენებელი (სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი)

ტენდერის აღწერილობა:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ტენდერს სოციალური ინკლუზიის ცენტრის შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს ესაჭიროება ექსპერტი/მშენებელი, რომელიც უზრუნველყოფს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, უნივერსალური დიზაინის შესაბამისი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ადაპტირებული შენობის აშენებას და შიდა მოპირკეთებას.

წინადადების მიღების დაწყების თარიღი: 28.03.2022
წინადადების მიღების დასრულების თარიღი: 06.04.2022
წინადადების განხილვის ბოლო ვადა: 13.04.2022
ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: 18.04.2022
მომსახურების დასრულების ბოლო ვადა: 18.10.2022

ტექნიკური დავალების მიზანი:

  • ტექნიკური დავალების მიზანია, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხარისხიანი მომსახურებისათვის, უნივერსალური დიზაინის პრინციპების დაცვით, სოციალური ინკლუზიის ცენტრის მშენებლობა და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.

კონკრეტული დავალება:

  • კონკრეტული დავალება მოიცავს ჩასატარებელ სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგი დანართებით გათვალისწინებული საქმიანობით:
    -
    დანართი #1 - გენგეგმა;
    - დანართი #2 - საინჟინრო კონსტრუქციული ნაწილი;
    - დანართი #2.1-საინჟინრო კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზა;
    - დანართი #3 - გეოლოგიური კვლევა;
    - დანართი #3.1-გეოლოგიის ექსპერტიზა;
    - დანართი #4-ტექნიკური რეგლამენტის მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები;
    -
    დანართი #5-არქიტექტურული პროექტი;
    - დანართი #6-ტოპოგრაფიული გეგმა;
    - დანართი #7- ლოკალური სახარჯთაღრიცხვო ანგარიში;
    - დანართი #8-გათბობა, კანალიზაცია.
  • სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს შემდეგის ტიპის სამუშაოებს: - მოსამზადებელი სამუშაოები;
    - დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება;
    - მიწის სამუშაოები;
    - საკანალიზაციო სეპტიკის მოწყობა სპეციალური კომპანიის დაქირავებით და სპეციალისტის მეთვალყურეობით;
    - ფუძის და საძირკვლის მოწყობა;
    - ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა ნულოვან ნიშნულამდე და ნულოვანი ნიშნულის ზემოთ;
    - სახურავის მოწყობა;
    - არამზიდი კონსტრუქციის მოწყობა, მოპირკეთება;
  • ლოკალური, საერთო სარგებლობის საინჟინრო- ტექნიკური ქსელების მოწყობა (ელექტრო სისტემები, სუსტი დენები, სანტექნიკა);
    - სამღებრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
    - სამშენებლო ნარჩენების გატანა და ექსპლუატაციაში ჩაბარების წინა სამუშაოები.

სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემები (იურიდიული პირისთვის):

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ამონაწერში არ უნდა ფიქსირდებოდეს ყადაღა, გირავნობა, იპოთეკა ან რაიმე სხვა ტიპის შეზღუდვა).
  • ცნობა შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე უნდა წარმოადგინონ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული სატენდერო წინადადების კონვერტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდგომ დოკუმენტებს:

  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა სრულად შევსებული, მატერიალური სახით და ელექტრონული ვერსია ფლეშ-მეხსიარებაში ჩაწერილი;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის მსგავსი ხასიათისა და შინაარსის გამოცდილების შესახებ, რაც უნდა დასტურდებოდეს, ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარებით და ანგარიშ-ფაქტურებით;
  • სარეკომენდაციოწერილი,რომელიცგაცემულიუნდაიყოსტენდერისგამოცხადებისშემდგომ;
  • სამუშაოთაგეგმა-გრაფიკიგაწერილითვეებისადათანხებისშესაბამისად;
  • ინფორმაცია პერსონალის გამოცდილების შესახებ (დანართის #9 და დანართი #10 შესაბამისად);
  • ინფორმაციაშესასრულებელისამუშაოებისსაგარანტიოპირობებისშესახებ(მუხლი7.4);
  • ინფორმაცია სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების შესახებ (მუხლი 7.5), დოკუმენტები
    გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდგომ;
  • ინფორმაცია, კომპანია საჭიროებს თუ არა წინასწარ საავანსო თანხას და რა ოდენობით (მუხლი 7.7).

შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები:

  • შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ პრეტენდენტს.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მსგავსი ტიპის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება - 30 ქულა;
  • პირობების დაკმაყოფილება (მუხლი 7 - ის შესაბამისად) – 30 ქულა;
  • მომსახურების ღირებულება – 40 ქულა.

განაცხადი მიიღება მატერიალური სახით, 2022 წლის 28 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე: . ქუთაისი, ინგოროყვას . #64;
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი . ქუთაისი, ინგოროყვას . 64;
ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი:
ავთანდილ მაჩიტაძე
ტელეფონი: 577613693
ელ-ფოსტა: avtandil_machitadze@edec.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები