ჩაბარების ვადა:

15 აპრილი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12610 - ტენდერი 2800 კვ/მ მდე საერთო ფართის ეზოს პროექტირება და მოწყობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. შესრულების ვადები: პროექტირების - 2022წ 15 მაისამდე.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი“ აცხადებს ტენდერს ტერიტორიის დენდროლოგიური და ლანდშაფტური მოწყობის პროექტირებაზე და შესრულებაზე შემდეგ მისამართზე: თბილისი , საგანგებო სიტუაციების (112) ცენტრალური ოფისის მიმდებარედ.

  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს ლარში ან აშშ დოლარში და უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ, ტრანსპორტირება, მონტაჟი, გამწვანების საგარანტიო პერიოდში მომსახურების ხარჯები);
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
  • შესრულების ვადები: პროექტირების - 2022წ 15 მაისამდე. პროექტის შესრულების ვადა - 2022წ 31 დეკემბრამდე.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას

  • ტერიტორიის დენდროლოგიური და ლანდშაფტური მოწყობის პროექტის მომზადების ღირებულება;
  • ტერიტორიის დენდროლოგიური და ლანდშაფტური მოწყობის ხარჯთაღრიცხვა;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ (აუცილებელია პრეტენდენტს ჰქონდეს ანალოგიური მასშტაბის სამუშაოების ჩატარების მინიმუმ 3 დადასტურებული და დასრულებული პროექტი ბოლო 3 წლის განმავლობაში);
  • შესრულებული პროექტების ესკიზების და რეალური ფოტო მასალა;
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)

ტერიტორიის საკადასტრო კოდი: 01.10.18.009.107

ეზოს გეგმარების შესახებ იხ. მიბმულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 15 აპრილი, 18:00 სთ;
  • სატენდერო წინადადებები მიიღება ქვევით მითითებულ ელ-ფოსტაზე: porchkhidze.nikolozi@gmail.com

ნებისმიერ დაკავშირებულ საკითხის შესახებ საკონტაქტო პირია:
ნიკოლოზ ფორჩხიძე
მობ: 557117111

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები