
ჩაბარების ვადა:
4 აპრილი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1262 - ტენდერი კომპიუტერული საკაბელო ქსელის ინსტალაციაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. მონაწილე კომპანიის წლიური ბრუნვა უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 40000 ლარს.
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება ”ლიბერთი ბანკი” აცხადებს ტენდერს კომპიუტერული საკაბელო ქსელის ინსტალაციაზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
- სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ (რეკომენდაცია);
- კომპანიის წლიური ბრუნვა უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 40000 ლარს;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
დამატებითი პირობები:
- გამოყენებული სამონტაჟო მასალების სრული ჩამონათვალი და მასალების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
გასათვალისწინებელი პირობები:
- ქსელის მონტაჟი უნდა მოხდეს მშენებლობის პარალელურ რეჟიმში, თაბაშირ- მუყაოს კედლის მიღმა, იატაკში გაყვანილი კაბელები უნდა მოთავსდეს გორფრირებული მილების გამოყენებით.
გამოყენებული მასალებისა და ელემენტების მოკლე სპეციფიკაცია:
- Communication Rack
- Cat5e UTP solid cable
- Outlet JACKS FOR 2 PORT RJ45 UTP CAT5e
- Wall Mount Box double Keystone jack RJ45
- UTP CAT5 პაჩპანელი
- გოფრირებული მილი
თანხის გადახდა მოხდება სამუშაოების დასრულების შემდეგ, ფაქტურის და ზედნადების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 4 აპრილი, 2016 წ. 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162.
გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია;
- ”სს „ლიბერთი ბანკი“-ს სატენდერო კომიტეტს (ტენდერი კომპიუტერული ქსელის ინსტალაციაზე)”.
შესასრულებელი ობიექტების პროექტები იხილეთ თანდართულ ფაილებში.
შესყიდვის ობიექტის მისამართი:
- ქ. ქუთაისი - წერეთლის გამზირი 163-165