ჩაბარების ვადა:

8 აპრილი 2022, 15:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T12626 - ტენდერი საბროკერო მომსახურებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 8 აპრილი, 15:00.

ტენდერის აღწერილობა:

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. „დიპლომატი“ შპს  დიპლომატ ჯორჯიას სახელით საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში. 

შპს „დიპლომატ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს საბროკერო მომსახურებაზე.

ტენდერის საგანი: 

  • საბაჟო დეკლარაციის აწყობა, კომპანიის მოწოდებული საბუთების მიხედვით;
  • პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში საბაჟო საკითხებში დახმარება (განცხადებების დაწერა და საბაჟოზე ჩაბარება, გარკვეული საკითხების გარკვევა; იმპორტის გადასახადთან დაკავშირებული საკითხები);
  • კონსულტაციების მოცემა საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით.

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს : მომსახურებების ღირებულებას, გადახდის პირობას და სხვა შემოთავაზებულ დეტალებს.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • წინადადების წარდგენისათვის საჭირო ყველა პირობა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.tenders.ge
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. 
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
  • ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 8 აპრილი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების უფროსი სპეციალისტი:
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: t.imerlishvili@diplomat.ge
ტელ: +995 571 77 22 11

შესყიდვების მენეჯერი:
საკონტაქტო პირი: ბაკო ხაბურძანია
ელ. ფოსტა: B.khaburdzania@diplomat.ge
ტელ: +995 577 14 44 40

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 აპრილი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა