
ჩაბარების ვადა:
4 აპრილი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1263 - ტენდერი ვიდეომეთვალყურეობის, დაშვების და სიგნალიზაციის სისტემების შეძენა/მონტაჟზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეიცვალა ტექნიკის ჩამონათვალი (დანართში).
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება ”ლიბერთი ბანკი” აცხადებს ტენდერს ვიდეომეთვალყურეობის, დაშვების და სიგნალიზაციის სისტემების შეძენა/მონტაჟზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
- სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
გასათვალისწინებელი პირობები:
- სისტემების მონტაჟი უნდა მოხდეს მშენებლობის პარალელურ რეჟიმში, თაბაშირ-მუყაოს კედლის მიღმა, იატაკში გაყვანილი კაბელები უნდა მოთავსდეს გორფრირებული მილების გამოყენებით.
გამოსაყენებელი ტექნიკის სპეციფიკაციები და რაოდენობები იხილეთ თანდართული ფაილში;
თანხის გადახდა მოხდება სამუშაოების დასრულების შემდეგ, ფაქტურის და ზედნადების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში;
ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფასი არ დაექვემდებარება კორექტირებას;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 4 აპრილი, 2016 წ. 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162.
გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია;
- ”სს „ლიბერთი ბანკი“-ს სატენდერო კომიტეტს (ტენდერი ვიდეომეთვალყურეობის, დაშვების და სიგნალიზაციის სისტემების შეძენა/მონტაჟზე);
შესასრულებელი ობიექტების პროექტები იხილეთ თანდართულ ფაილებში.
შესყიდვის ობიექტის მისამართი:
- ქ. ქუთაისი - წერეთლის გამზირი 163-165