ჩაბარების ვადა:

15 აპრილი 2022, 19:00

სტატუსი:

დასრულებული

T12673 - ტენდერი ფორმების ახალი დიზაინის შექმნაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია არის betlive.club-ის გასართობი სივრცეების, სლოტ-კლუბების ქსელი, რომელიც საქართველოში უკვე წლებია ფუნქციონირებს. საქმიანობა ამ ეტაპზე თბილისისა და რეგიონის მასშტაბით შემოიფარგლება. ჩვენი მიზანია შევქმნათ უფრო კომფორტული და ამავდროულად სასიამოვნო გარემო მეტი გართობისთვის. ეს ის უპირატესობაა, რომელსაც კომპანია თავის მომხმარებლებს სთავაზობს.

მიზანი:

  • კონცეფციურად უფრო დახვეწილი და განსხვავებული დიზაინის სამოსის შექმნა, რაც კომპანიის იმიჯზე პოზიტიურად იმოქმედებს.

ვისთვისაა განკუთვნილი:

  • ბარმენი
  • სფეის მენეჯერი/ მიმტანი-ოპერატორი ( ქალი )
  • ჰოლ მენეჯერი / დარბაზის მენეჯერი. ( ქალი )
  • რეგისტრატორი

სასურველის სტილი:

  • ბარმენი მხოლოდ ჟილეტი მაისურზე ან პერანგზე. განიხილება ჰალსტუხი ან ბაფთა.
  • სფეის მენეჯერებს აუცილებლად უნდა ეცვათ ქვედაბოლო და პიჯაკი ან ოფიციალური ხასიათის ტანისამოსი. ( შარვალი, პერანგი, ჟილეტი )
  • სფეის მენეჯერებისთვის აუცილებელია წელის ჩანთა ფულისთვის, რაც დიზაინის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს
  • ჰოლ მენეჯერებს, აუცილებლად უნდა ეცვათ შარვალი და პიჯაკი.

ჩვენი თანამშრომლები უმეტესწილად ატარებენ შავ, მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს სტანდარტის მიხედვით, ხოლო დღის პირველ ნახევარში დაბალძირიან კლასიკურ ფეხსაცმელს.

დიზაინის განმახორციელებელმა კომპანიამ/ ფიქიკურმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

  • დიზაინი თითოელი პოზიციისთვის
  • ონსტრუქციული ნახაზი თითოეული პოზიციის შეაბამისი ზომებისთვის
  • მასალა და მასალის საბაზრო ღირებულება

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს/გამოაგზავნოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

  • დიზაინის მომსახურების ფასი დღგ-ის ჩათვლით;
  • სრულად შევსებული განაცხადის ფორმა ქართულ ენაზე;

სატენდერო წინადადებები და თანდართული დოკუმენტაცია შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შემოთავაზებული კონცეფცია
  • პროდუქტის ხარისხი

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: mninidze@betlive.club არაუგვიანეს 2022 წლის 15 აპრილის 19:00 საათისა. მომდევნო 1 კვირა დაეთმობა შეხვედრებსა და განხილვას ტენდერით დაინტერესებულ ყველა კანდიდატთან. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება 25 აპრილამდე.
  • ელექტრონული ფოსტის ველში უნდა მიუთითოთ „ფორმების დიზაინის ტენდერი“.

საკონტაქტო პირი:
გიორგი 
ტელ: 599551951 
ელ.ფოსტა: mninidze@betlive.club

ტენდერის კატეგორია:

  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18300000 ტანსაცმელი