ჩაბარების ვადა:

19 აპრილი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12677 - ინტერესტთა გამოხატვა სარემონტო სამუშაოებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 19 აპრილი, 18:00 საათი

ინტერესთა გამოკითხვის აღწერილობა:

Tbilisi Hills Golf & Residences არის უმსხვილესი, დეველოპერული პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ ბაზარზე, ვინაიდან იგი ერთ სივრცეში აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებსა და პროფესიული გოლფის კლუბს საერთაშორისო დონის მოედნებით. კომპლექსი მდებარეობს სოფელ თელეთში, კრწანისის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მოიცავს 331 ჰექტარს. პროექტის ფარგლებში 380 კერძო სახლის, 73 დაწყვილებული სახლის, 20 ხუთსართულიანი შენობის მშენებლობას, სადაც განთავსებული იქნება 800 მდე აპარტამენტის ტიპის ბინა. ამასთან ერთად კომპანია ახოციელებს ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას როგორიც არის შიდა სარგებლობის გზები, პარკინგები, ენერგო და წყალმომარაგების ხაზოვანი ნაგებობები, საერთო სარგებლობის სივრცეები და შენობები. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობის  Tbilisi Hills Development and Construction LLC მართვისა და ზედამხედველობის ქვეშმშენებლობისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები რაც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებას.

Tbilisi Hills Golf & Residences აცხადებს ინტერესტთა გამოხატვას ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს სარემონტო სამუშაოებზე.

დაინტერესებულმა კომპანიებმა ელექტრონული სახით უნდა წარმოადგინოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია შემდგომი განხილვისთვის:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ;
  • ინფორმაცია გამოცდილების შესახებ. შესრულებული, მსგავსი სამუშაოების ჩამონათვალი პერიოდის და პროექტის დასახელების მითითებით.
  • 3 სარეკომენდაციო წერილი შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. (მითითებული უნდა იყოს რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.)
  • შესრულებული სამუშაოების ფოტო მასალა.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 19 აპრილი, 18:00 საათი

Tbilisi Hills Golf & Residences მზად არის გამართოს სამუშაო/განმარტებითი შეხვედრები დაინტერესებულ კომპანიების წარმომადგენლებთან და უზრუნველყოს სამუშაო მოედნის დათვალიერება.

ტენდერში მონაწილე პირი ვალდებულია მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო ვადასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს 24 თვეზე ნაკლები (სამუშაოების დასრულებიდან).

ფინანსური გარანტია:

  • დაინტერესებული მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია საავანსო მოთხოვნის თაობაზე და ასეთის არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი საბანკო გარანტია;
  • ავანსის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტიის მოქმედება ძალაში იქნება საავანსო თანხის შესაბამისი ღირებულების სამუშაოების შესრულების აღიარების ვადამდე, რომელიც დადასტურდება სუბიექტებს შორის ზემოთ განსაზღვრული წესის შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.;
  • ტენდერში მონაწილე პირი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების საბანკო გარანტია რომლის საერთო ღირებულება იქნება კომპანიიასთან გაფორმებული სახელშეკრულები ღირებულების არანაკლებ 10% (ათი პროცენტი)-სა, ხოლო მოქმედების ვადა იქნება არანაკლებ 24 თვისა და აითვლება დასკვნითი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან.
  • გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, აშშ დოლარში დაფიქსირებული, გარანტიის გაცემის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე:  Lela.vakhtangishvili@tbilisihills.com არაუგვიანეს 2022 წლის 19 აპრილისა 18:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:
+995 598 29 99 91.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები