ჩაბარების ვადა:

13 აპრილი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12702 - ტენდერი გურიის ეროვნული პარკის დაარსებისათვის კანონპროექტის მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამ ოფისი აცხადებს ტენდერს გურიის ეროვნული პარკის დაარსებისათვის კანონპროექტის  მომზადებაზე.

მომწოდებელი: ბუნების დაცვის მსოფლიოფონდის (WWF) კავკასიის პროგრამ ოფისი.
გამოქვეყნების თარიღი: 14 მარტი, 2022წ. 
წინადადების მიღების ბოლო ვადა: 18 საათი 13 აპრილი, 2022წ.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი პროექტის „გურიის ეროვნული პარკის დაარსება“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს გურიის ეროვნული პარკის დაარსებისათვის კანონპროექტის მომზადებაზე.

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, არასამთავრობო და კომერციულმა ორგანიზაციებმა. ტენდერში მონაწილეობის წესები და მოთხოვნები დეტალურად აღწერილია თანდართულ სატენდერო წესების ფორმაში.

ტენდერში მონაწილის შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და WWF- ის სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. მომსახურების შესრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება ხელშეკრულების დადების მომენტიდან არაუმეტეს 4 თვისა.

სატენდერო წინადადება წარდგენილი უნდა იქნას ელ-ფოსტის საშუალებით არაუგვიანეს 2022 წლის 13 აპრილისა შემდეგ მისამართზე: procurement@wwfcaucasus.org

ტენდერის კატეგორია:

  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები