ჩაბარების ვადა:

13 აპრილი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T12725 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. დაკორეტქირდა დანართი #1

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოებალიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

  • საკანცელარიო საქონლის შესყიდვა ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად;
  • პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს პრეისკურანტი (დანართი #2), რომელიც არ იქონიებს გავლენას გამარჯვებულის ფასის გამოვლენაზე. პრეისკურანტი (დანართი #2) წარმოადგენს საქონლის ჩამონათვალს, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებს შემსყიდველი დანართი #1-ით გაუთვალისწინებელი საქონლის შესყიდვისას;

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა;
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) მიხედვით;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • პრეისკურანტი (დანართი # 2).

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შემდეგ მისამართებზე: .თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, სსლიბერთი ბანკი“-ს აეროპორტის მიმდებარე სასაწყობე ფართი და ქ. თბილისი, .ჭავჭავაძის გამზ. N74, სსლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი;
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე: ყოველთვიური საერთო შეკვეთის მიღების შემთხვევაში 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ყოველდღიური შეკვეთების მიღების შემთხვევაში, მისი მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში, მისამართებზე: .თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, სსლიბერთი ბანკი“-ს აეროპორტის მიმდებარე სასაწყობე ფართი და ქ. თბილისი, .ჭავჭავაძის გამზ. N74, სსლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი, შემსყიდველის მიერ მომწოდებლის ელ.ფოსტაზე წინასწარ გადაგზავნილი ცხრილის მიხედვით, სერვის ცენტრებისთვის დაფასოებულ მდგომარეობაში.

შენიშვნა:

  • საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 13 აპრილი, 17:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge; ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
  • სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200; ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია შესყიდვების მენეჯერი მარიამ ერისთავი, ელ-ფოსტა: Mariam.Eristavi@lb.ge; მობ: 595 075 705;

ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა:

  • მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში მისამართზე: .თბილისი, .ჭავჭავაძის გამზ. #74, სსლიბერთი ბანკი“.

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები