ჩაბარების ვადა:

22 აპრილი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T12745 - ტენდერი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის სპეც. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფიაცხადებს ტენდერს ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის სპეც. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესყიდვაზე 08/04-GIG-P/UNI-22

ტენდერი იყოფა ორ ლოტად:

  • ლოტი #1 - სპეც. ტანსაცმლის შესყიდვა დანართი #1-ის შესაბამისად;
  • ლოტი #2 - სპეც. ფეხსაცმლის შესყიდვა დანართი #2-ის შესაბამისად.

თანდართული ფაილები:

  • შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის სპეციფიკაცია გთხოვთ იხილოთ ფაილში Specifications-1.pdf;
  • შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის ვიზუალი და დიზაინი გთხოვთ იხილოთ ფაილში Design.pdf;
  • შესასყიდი სპეც. ფეხსაცმლის სპეციფიკაცია გთხოვთ იხილოთ ფაილში Specifications-2.pdf;
  • ბრენდირებისათვის საჭირო ლოგოტიპები გთხოვთ იხილოთ ფაილებში GIEC_logo.pdf და Mtkvary_logo.pdf

შემსყიდველი ორგანიზაციების დასახელება და მისამართი:

  • შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია (შპს სსეკ)
    - მისამართი: . გარდაბანი, . აღმაშებლის ქ. 2;
  • შპს მტკვარი ენერჯი
    - მისამართი: . გარდაბანი, . აღმაშენებლის ქ. 2

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუშები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი #1 და #2 სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
  • კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიების მისამართებზე;
  • კომერციული წინადადება უნდა ითვალისწინებდეს მოცემული რაოდენობების ცვლილებას + / - 20%-ს ოდენობით;
  • პროდუქციის ნიმუშების წარდგენა აუცილებელია !!!
  • წინადადების წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთ ლოტზე;

შენიშვნა: ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივის შემოთავაზების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ნიმუშების მარკირება ისეთი სახით რომ შესაძლებელი იყოს ნიმუშის დაკავშირება კომერციულ წინადადებაში არსებულ პოზიციასთან, ფასით მარკირება იკრძალება !!!

  • აუცილებელია შესაბამისობის სერტიფიკატებისა ან/და სხვა ტიპის ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენა რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების (ქსოვილის) ან/და ფეხსაცმლის სახეობის შესაბამისობას მოთხოვნილ ტექიკურ პარამეტრებთან;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან).

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 22 აპრილი, 17:00 საათი
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. დოკუმენტაცია თითოეული ლოტისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს სხვადასხვა კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება და ტენდერის ნომერი - 08/04-GIG-P/UNI-22
  • წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: . თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
დიმიტრი აგეკიანი
ელ-ფოსტა: dagekyan@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: (598) 88-94-90

ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში დასაშვებია მოთხოვნილი დოკუმენტაციის გაგზავნა ელექტრონული სახით ელ-ფოსტის მისამართზე: dagekyan@gig.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 18800000 ფეხსაცმელი
  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები