ჩაბარების ვადა:

18 აპრილი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T12748 - ტენდერი ალაზანი ჰესის #1 და #2 ჰიდროაგრეგატების გენერატორის რადიატორის აღდგენაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსსაქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციააცხადებს ტენდერს ალაზანი ჰესის #1 და #2 ჰიდროაგრეგატების გენერატორის რადიატორის აღდგენა 08/04-GIEC-S/Radiator-22

სამუშაოს დასახელება:

  • ალაზანი ჰესის #1 და #2 ჰიდროაგრეგატების გენერატორის რადიატორის - W173A5 (2ცალი) აღდგენა.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

  • რადიატორის წინა და უკანა ხუფების(სახურავი) დემონტაჟი;
  • გამაგრილებელი ტიხრების ჩახსნა ძირითადი კორპუსიდან;
  • სპილენძის, Ø12მმ-იანი / L=250, დაზიანებული მილების დემონტაჟი(სპეც. ფორმის დამზადება);
  • ძირითადი კორპუსიდან წინა კედელის დემონტაჟი - ამოჭრა;
  • წინა კედელის გაწმენდა სპილენძის მილის ნარჩენებისაგან და ნახვრეტების კალიბრაცია;
  • ახალი, სპილენძის, Ø12მმ-იანი, მილისაგან მილსადენის დამზადება(სპეც. ფორმაზე დაღუნვა);
  • სპილენძის ფირფიტისაგან დიაფრაგმების დამზადება და ახალ მილსადენზე მირჩილვა;
  • ახალი მილსადენის მონტაჟი წინა კედელში და მილის თავების დამუშავება(.. „ვალცოვკა);
  • წინა კედელის მონტაჟი(შედუღება) ძირითად კორპუსში;
  • რადიატორის ახალი შემამჭიდროვებელი რეზინის სადებების, δ=4მმ, დამზადება;
  • რადიატორის აწყობა და გამოცდა წნევაზე, P=8ატმ. – 24 საათიანი რეჟიმით;

შენიშვნა: სპილენძის მილსადენი შესაძლებელია შეიცვალოს ქარხნული შიდა ჩადგმის რადი¬ატო¬რით, რომლის ტექნიკური მოთხოვნები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პარამეტრებს:

  • წყლის გამტარუნარიანობა, Q: 32 ³/წმ
  • წნევა, Pmin: 6 – 10 ატმ.
  • გაბარიტები, AxBхH: 1.0 x 1.2 x 0.08

სამუშაოს შესრულების ადგილი: გურჯაანის რაიონი, სოფ. ვეჯინი, ალაზანი ჰესი.

შპსსაქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაციაიწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;

შენიშვნა:

  • დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.

წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.

შენიშვნა:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 18 აპრილი, 17:00 საათი
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 08/04-GIEC-S/Radiator-22 წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: . თბილისი, გაზაფხულის ქუჩა #18.

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59;

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ლერი ჭიპაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66.

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის