
ჩაბარების ვადა:
7 აპრილი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1276 - ფასთა გამოკითხვა ადმინისტრაციული შენობისთვის ლიფტის შესყიდვა-მონტაჟზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ფასთა გამოკითხვას ადმინისტრაციული შენობისთვის ლიფტის შესყიდვა-მონტაჟის თაობაზე
შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაცია:
- ტვირთამწეობა - 600 – 650 კგ;
- გაჩერების რაოდენობა - 6;
- სიჩქარე - 1-1.6 მ/წმ;
- სართულის აღნიშვნები - P,1,2,3,4,5 (მონიტორით);
- სიჩქარის რეგულირებით მართვადი - არ უნდა იგრძნობოდეს დაძვრა, გაჩერება;
- კარი (900X2000) - ავტომატური, ტელესკოპური გაღებით;
- კაბინა (1100X1400X2200) - უჟანგავი ფოლადის ფურცლებით მოპირკეთებული, უკანა მხარეს სარკით, იატაკი ბუნებრივი გრანიტით;
- ლიფტში უნდა იყოს მონიტორი;
- უნდა მოყვებოდეს სათადარიგო UPS.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია პროდუქციისა და მონტაჟის ღირებულების შესახებ;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ;
- მომსახურების ღირებულება და შესრულების ვადები (ლიფტის დამონტაჟების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 ივნისი).
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 7 აპრილის 17:00 სთ-მდე;
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 88 55 75; საკონტაქტო პირი გიორგი ბერიძე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.