ჩაბარების ვადა:

18 აპრილი 2022, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T12772 - ტენდერი სმარტფონების, პლანშეტების და აქსესუარების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი(GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს პლანშეტების შესყიდვასთან დაკავშირებით და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის ობიექტის აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ლოტი N1: სმარტფონები დამცავი ქეისით და ბრონით
    - სპეციფიკაცია: იხილეთ დანართში N1
    - რაოდენობა: 61 ცალი სმარტფონი, 61 ცალი დამცავი ქესისი, 61 ცალი ბრონი
  • ლოტი N2: პლანშეტები
    - სპეციფიკაცია: იხილეთ დანართში N2
    - რაოდენობა: 48 ცალი პლანშეტი
  • ლოტი N3: პლანშეტის ქეისები
    - სპეციფიკაცია იხილეთ დანართში N2
    - რაოდენობა: 48 ცალი პლანშეტის ქეისი

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება 1.2 პუნქტში მითითებულ დანართებში მოცემული სპეციფიკაციის შესაბამისად. ფასი უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას თბილისის მასშტაბით.

საქონლის მოწოდების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • საქონლის მოწოდების ადგილი - . თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10

საქონლის მოწოდების და ვადა:

  • ლოტი N1: - სასურველია ერთიანად, მაქსიმალურად მოკლე ვადაში (გთხოვთ მიუთითეთ შემოთავაზებაში მოწოდების ვადა)
  • ლოტი N2: - სასურველია ერთიანად, მაქსიმალურად მოკლე ვადაში (გთხოვთ მიუთითეთ შემოთავაზებაში მოწოდების ვადა)
  • ლოტი N3: - სასურველია ერთიანად, მაქსიმალურად მოკლე ვადაში (გთხოვთ მიუთითეთ შემოთავაზებაში მოწოდების ვადა)

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ წარმოდგენილ უნდა იქნას ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • ხელშეკრულების დოლარში გაფორმების შემთხვევაში ანგარიშსწორება მოხდება ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, საქონლის მიწოდებიდან და/ან ზედნადების დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს საქონლის ერთეულის ფასს დღგ-სა და მიწოდების ჩათვლით
  • ინფორმაცია საქონლის მოწოდების ვადისა და საგარანტიო პირობების შესახებ;
  • პროდუქტის ზუსტი აღწერილობა; პროდუქტის ტექნიკური პასპორტი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) და დოლარში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიუფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიგამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიარ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიიტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიარ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისმხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 18 აპრილი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი/დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩხიძე
მის.: . თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10
ელ. ფოსტა: kchkheidze@gwp.ge
ტელ.: +(995 322) 931111 (1114); მობ: +995 595 25 74 58

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: . თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145);

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 აპრილი 2022 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა