ჩაბარების ვადა:

28 აპრილი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12777 - ტენდერი ავტომობილების ნაწილებისა და ავტო-ტექ მომსახურეობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსსაქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკააცხადებს ტენდერს ავტომობილების ნაწილებისა და ავტო-ტექ მომსახურეობის შესყიდვაზე.

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ 2006 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.

ამჟამად კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 14 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Lavazza, Medoff, და სხვა.

შესყიდვის პირობები:

შესყიდვის ობიექტია ავტომობილების ნაწილებისა და ავტო-ტექ მომსახურების შესყიდვა თანდართული ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.

შესასყიდი მომსახურების აღწერა:

ტენდერი ტარდება 5 ლოტად:

  • ლოტი #1: უცხოური სატვირთო (მერსედეს ბენცი) – 33 ერთეული;
  • ლოტი #2: უცხოური სატვირთო (ჰუნდაი) – 5 ერთეული;
  • ლოტი #3: უცხოური სატვირთო (ჯაკი) – 48 ერთეული;
  • ლოტი #4: უცხოური სატვირთო (ფოტონი) – 6 ერთეული;
  • ლოტი #5 : უცხოური სატვირთო (მიცუბიში) – 11 ერთეული;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, /, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ელექტრონული სახით ასევე ამობეჭდილი ვერსია. პირობა უნდა იყოს სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფაილების ცვლილებების გარეშე ;
  • ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • გადახდის პირობა;
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: ლოგისტიკის დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი. ისააკიანის ჩიხი #2. შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“
შემოთავაზების მიღება იწყება: 13.04.2022 11:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 28.04.2022 18:00

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
გიორგი ნიკვაშვილი
ლოგისტიკის დეპარტამენტი
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“
ტელ.: (+99577) 999476
ელ. ფოსტა: g.nikvashvili@gdl.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის