
ჩაბარების ვადა:
12 აპრილი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1278 - ტენდერი საყოფაცხოვრებო საქონლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ აცხადებს ტენდერს საყოფაცხოვრებო საქონლის შესყიდვის მიზნით შემდგომი 12 თვის განმავლობაში, და მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.
ტენდერის მოთხოვნები:
- 1.1 საყოფაცხოვრებო საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღრული პირობების შესაბამისად;
- 1.2. საყოფაცხოვრებო საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ ადგილებზე:
- შ.პ.ს "ჯეო ჰოსპიტალს" -ის სამტრედიის, გურჯაანის, მცხეთის, მარნეულის, საგარეჯოს, ბორჯომის, ბაღდათის, ზესტაფონის, გარდაბნის, დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, მარნეულის სამშობიარო, ვანის სამედიცინო ცენტრი, სათავო ოფისი თბილისში.
- 1.3. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესაბამისად წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების საფუძველზე;
- 1.4. შემოთავაზებული საყოფაცხოვრებო საქონელი უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნილს;
- 1.5. პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური წინადადებების შერჩევა - შეფასება მოხდება ორ ეტაბად: პირველ ეტაპზე განიხილება ფასები, ხარისხი და გამოვლინდება სავარაუდო გამარჯვებული, რომელსაც მეორე ეტაპისათვის შესაძლო მოეთხოვება სხვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა;
- 1.6 საყოფაცხოვრებო საქონლის სპეციკაციაში (იხ. ბმული) პრეტენდენტმა უნდა შეავსოს მონიშნული ველი ერთეულის და ნუმერაციის მკაცრი დაცვით;
- 1.7. დაინეტერსებულმა პირებმა განაცხადი ტენდერში მონაწილეობის თაობაზე , საკვალიფიკაციო მონაცემები (იხ. მუხლი 2) და საყოფაცხოვრებო საქონლის სპეციფიკაცია უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 12 აპრილისა, 17:00 საათი შემდეგ მისამართზე:
- E-mail: tender@gh.ge (ელექტრონული ვერსია) და ხელმოწერილი ფორმატი მისამართზე: ქ.თბილისი, ვ.ფშაველას გამზ. 45, მე-5 სართული.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
პრეტენტენტების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებს და ინფორმაციას:
- რეკვიზიტები (იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძღვანელის სახელი და გვარი,იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, ელექტრონული მისამართი, ბანკის კოდი და ანგარიშსწორების ანგარიში);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ;
- შევსებული სპეციფიკაცია, სადაც იქნება წარმოდგენილი ერთეულის ფასი ეროვნულ ვალუტაში, წარმოშობის ქვეყნა, მწარმოებელი;
- ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს კანონდებლობით ყველა გადასახადი;
- დამატებითი პირობები:
- ტენდერის მონაწილეს მოეთხოვება მიმდინარე სრული პროდუქციის პრეისკურანტის წარდგენა;
- განაცხადში უნდა იყოს მითითებული შემდეგი საკითხები:
- თუ იქნება გათვალისწინებული ფასდაკლება ბრუნვზე;
- წინადადებაში მითითებული ფასის უცვლელობის პერიოდი და პირობა;
- ვალდებულება იაფი ალტერნატივის შემოთავაზებაზე;
- კონსიგნაციის ვადა;
- კონსიგნაციის ვადის შემცირება თუ იმოქმედებს ფასზე. - სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდეტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში ინფორმაციის მიღებას შეძლებთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: 2505222 (8163) - ნინო ხარატიშვილი;