
11 აპრილი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1284 - ტენდერი LED სანათების შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება ”ლიბერთი ბანკი” აცხადებს ტენდერს ვიდეომეთვალყურეობის, დაშვების და სიგნალიზაციის სისტემების შეძენა/მონტაჟზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- მოთხოვნის შემთხვევაში არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა წარმოადგინონ მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში.
ნიმუში იხილეთ თანდართულ ფოტოზე;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 11 აპრილი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ ( ტენდერი LED სანათების შეძენაზე).
ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადის გათვალისწინებით დღგ-ს ჩათვლით.
დამატებითი პირობები:
- ბანკის მიერ, საქონლის ღირებულების 100%-ის ანაზღაურება განხორციელდება საქონლის სრულად მოწოდებიდან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურის და ზედნადების წარმოდგენიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში;
შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და ტექნიკური პირობები
დასახელება | რაოდენობა (ცალი) | სპეციფიკაცია | ფერი | ზომები | დამატებითი მოთხოვნები | ერთეულის ფასი |
LED PANEL 42W | 1,000 | ვატი 42Wძაბვა -100-240/50-60Hz განათება ლუმენი არანაკლებ 3000 | ფერი-4000K; გაშლის კუთხე-180ºფერის გადმოცემის ინდექსი არანაკლებ 75 | 595×595 მმ | სამუშაო რესურსი - 30,000სთ; გარანტია - 2 წელი; საგარანტიო ვადის ათვლა დაიწყება სანათის დამონტაჟების დღიდან (რომლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი ექნება ბანკს); საქართველოს მასშტაბით დაზინებული სანათის შეცვლა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შეტყობინების მიღებიდან 4 (ოთხ) დღეში | |
ჯამური ფასი (დღგ-ს ჩათვლით) |
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
რუსუდან ქლიბაძე
ტელ: 595 007 301
ელ-ფოსტა: rusudan.klibadze@libertybank.ge