ჩაბარების ვადა:

27 აპრილი 2022, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T12887 - ტენდერი ჰიგიენური საშუალებების შესყიდვა/მიწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

SKY GROUP აცხადებს ტენდერს ჰიგიენური საშუალებების შესყიდვა/მიწოდებაზე. 

ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა დანართი N1-ფასების ცხრილი.

საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა(ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის მიწოდება მოახდინოს მოთხოვნიდან 5 (ხუთი) კალენდალური დღის ვადაში. 
  • პრეტენდენტის მიერ თავდაპირველად დაფიქსირებული პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება უნდა მოხდეს პროცენტულად და პროპორციულად თითოეულ პოზიციაზე. 

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა: 

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდალური დღის ვადაში. 
  • საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი ქ.თბილისი, ი.აბაშიძის #51 

ტექნიკური მოთხოვნები:
მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით 

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საქონლის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის/ბრენდის შესახებ.
  • პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის/ბრენდის დასახელების მიუთითებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების პროცედურის გარეშე. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის/ბრენდის დასახელების ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 

შესყიდვის ობიექტის ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა:

  • მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის შესახებ
  • მიმწოდებელი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ნიმუშები წარმოადგინოს სატენდერო კომისიაში წერილობითი მოთხოვნის შემდგომ.  

შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის ადგილი:

  • შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის ვადა მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში

შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის ადგილი: ქ.თბილისი, ი.აბაშიძის #51 

ანგარიშსწორების პირობები:

  • ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები 
  • სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს კანონმდებლობით ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
  • ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით ლარში.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება შესყიდვის ობიექტისა და ხელშეკრულების შესრულების დამადასტურბელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ (მიღება–ჩაბარების აქტი/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა).
  • ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
  • ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში
  • ხელშეკრულების პროექტი

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 27 აპრილი, 18:00 სთ;
  • მონაწილე კომპანიამ სისტემაში უნდა მიუთითოს შემოთავაზებული პროდუქციის ერთეულის ღირებულებების ჯამი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა
  • ვაჭრობის ბიჯი: 2.4 ლარი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

სავარაუდო ღირებულება 15084,00 ლარი.

საკონტაქტო
 პირის შესახებ ინფორმაცია:
ირმა ზუხბაია
მობ: 577093077
ელ.ფოსტა: i.zukhbaia@skygroup.ge 

ქეთევან ბერსენაძე
მობ: 577979199
ელ.ფოსტა: k.bersenadze@skygroup.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 აპრილი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 2.40 ‎₾