ჩაბარების ვადა:

27 აპრილი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T12895 - კონკურსი დიზელის 10 ppm-ის მიწოდებაზე

კონკურსის აღწერილობა:

შპს „SellBuy Limited“ აცხადებს კონკურსს 2022 წლის 1 მაისიდან  2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დიზელი 10 ppm-ის ( ევრო დიზელი სითხის სახით) მოწოდებაზე ქ. ზესტაფონსა და ქ. ჭიათურაში შპს „ჯმ-ტექნიკასერვისი“-სა, სს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისთვის“, შპს „მაღაროელი“-სა და შპს „სამთოელი“-სთვის.

მოსაწოდებელი რაოდენობა: 360 000 კგ თვეში, (80 000 კგ მიწოდებული ქ. ზესტაფონში, 280 000 კგ - მიწოდებული ქ. ჭიათურაში).

პრეტენდენტებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში მისამართზე: თბილისი, მ. ალექსეძის ქ. #12, მე-8 სართული, ბიზნეს ცენტრი ქინგ დავითი (ეკა ქირიას სახელზე). 

წინადადებათა მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 27 აპრილი 17:00 სთ.

საკონკურსო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, საბანკო რეკვიზიტები;
  • სახელმწოფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდებების განხორციელების შესახებ ბოლო 3 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
  • ბენზინმზიდი ავტომანქანების (აუცილებელია ტუმბოთი აღჭურვილი) ჩამონათვალი სახელმწიფო ნომრების მითითებით, მოქმედი ტქნიკური სერტიფიკატები;
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ განიხილება;

შესყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ წერილობით შემდეგ ელ. მისამართზე: e.kiria@sbl.ge

საკონკურსო წინადადება არ მიიღება და შესაბამისად არ დაიშვება შეფასებაზე, თუ პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილ ყველა ინფორმაციას.

ტენდერი ჩატარდება Z-ის მაჩვენებელსა და შესაბამისად, 1 კგ დიზელის ფასზე (ფასში უნდა შედიოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი და ტრანსპორტირების (მოწოდების) ფასი. 

ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება სატენდერო კომისიის მიერ მონაწილეთაგან, რომელიც დააკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს, დააფიქსირებს დაბალ ფასს და შემსყიდველისთვის მოქნილ გადახდის პირობას (მიმდინარე თვეში მოწოდებული საწვავის ღირებულება გადაიხდება მომდევნო თვის 15 რიცხვამდე).

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი