ჩაბარების ვადა:

3 მაისი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T12920 - Support to Clusters4Development Project to execute SME export projects

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში მცხოვრები და რეგისტრირებული კერძო პირისგან დანართი 1 - ის შესაბამისად. 

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 03.05.2022 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში შემდეგ მისამართზე:

  • GIZ-ის საქართველოს ოფისი 
  • რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი, III სართული 

ერთ კონვერტში მოათავსებული უნდა იყოს საფასო შემოთავაზება, ხოლო მეორე კონვერტში შინაარსობრივი შემოთავაზება. კონვერტები უნდა იყოს დანომრილი შემდეგნაირად: 

  • I- საფასო შემოთავაზება;
  • II- შინაარსობრივი შემოთავაზება. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება! 

ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი უნდა შეიცავდეს საშემოსავლო გადასახადს და უნდა ითვალისწინებდეს სავალდებულო საპენსიო შენატანს (საპენსიო სისტემაში მონაწილეობის შემთხვევაში). 

სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება. 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • სახელი, გვარი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა, მისამართი);
  • ტენდერის დასახელება: "Support to Clusters4Development Project to execute SME export projects"
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე
  • აგრეთვე მიუთითეთ შემდეგი მისამართი:
    - GIZ-ის საქართველოს ოფისი
    - რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი, III სართული
  • პროგრამის ნომერი: 16.2179.6-007.00
  • ტენდერის ნომერი: 83407529

გთხოვთ, შემოთავაზებაზე დაიტანოთ თქვენი ხელმოწერა.

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებითრომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 05.05.2022 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ პირთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება