ჩაბარების ვადა:

11 მაისი 2022, 14:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T12989 - ტენდერი თბილისი მოლის ტერიტორიაზე არსებული დამიწების და მეხამრიდის კონტურების გაზომვაზე

ტენდერის აღწერილობა:

თბილისი მოლი აცხადებს ტენდერს თბილისი მოლის ტერიტორიაზე არსებული დამიწების და მეხამრიდის კონტურების გაზომვაზე.

ზოგადი ინფორმაცია:

  • სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლის“ შენობა მდებარეობს დავით აღმაშენებლის ხეივნის N 213.
  • მოცემული შენობა, შედგება სამი ბლოკისაგან (A, B და C ბლოკებისგან). შენობის ყველა სართულზე და სახურავზე განლაგებულია ელექტრო გამანაწილებელი ფარები და აგრეგატები. მათთვის მოწყობილია დამიწების კონტურები.
  • 9 ცალი დამიწების კონტური ემსახურება მთავარ გამანაწილებელ ფარებს და  5 მაღალი ძაბვის სატრანსფორმატოროებს. 1 ცალი სახანძრო მაუწყებლობას და სიგნალიზაციას და 2 ცალი დამიწების კონტური საგენერატოროს, ასევე გასაზომია მეხამრიდის კონტური რომელის სავაჭრო ცენტრის  შენობის გარშემო მრავალი ელექტროდით არის შესრულებული, რომელიც შემდგომ გალვანიზირებული სალტის საშუალებით მიემართება კედელზე და შენობის უმაღლეს ორ წერტილზეა დასრულებული მიმღები ელექტროდით. არსებობს  მეხამრიდის 4 ცალი დამოუკიდებელი კონტური საგენერატოროებისათვის. 

ტექნიკური დასკვნა:

  • გამოკვლევის საგანს წარმოადგენს თბილისი მოლის  ყველა დამიწების და მეხამრიდის კონტურის გაზომვა. 

ტექნიკური დავალება:

  • ჩატარდეს თბილისი მოლის ყველა დამიწების და მეხამრიდის კონტურის გაზომვა
  • გაზომვების შედეგად მიღებული მახასიათებლები საჭიროა დადასტურდეს შესაბამისი ოქმებით.
  • საჭიროა გაზომვების დროს მოეწყოს დროებითი კონტური ჩართული ელექტროდანადგარებისათვის.

უსაფრთხოების ნორმები:

  • ყველა სამუშაო, რომელიც იწარმოებს მოლში და მის გარშემო ტერიტორიაზე უნდა აკმაყოფილებდეს შრომის და პირადი უსაფრთხოების ნორმებს.
  • სამუშაოთა დაწყების წინ მოლის უსაფრთხოების მენეჯერი კონტრაქტორების შემადგენლობას გააცნობს უსაფრთხოების ნორმებს.
  • სამუშაოთა წარმოება დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა იქნება ხელმოწერილი დოკუმენტი, მომუშავე პერსონალისა და მოლის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ.

განფასება:

  • წარმოდგენილ განფასებაში უნდა იყოს მითითებული ყველა სახის დანახარჯი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 11 მაისი, 14:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

კითხვებისთვის მიმართეთ:
მირიან კაკაბაძე
ელ. მისამართი: mkakabadze@tbilisimall.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    6 მაისი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა