ჩაბარების ვადა:

3 ივნისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13013 - ტენდერი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის წყალმომარაგების სისტემის და ფილტრატების წყალმიმღები ტერიტორიის სანიტარული ზონის შემოღობვის სამუშაოებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სენი - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ს/კ: 204419977, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში - ფარგლებში აცხადებს ტენდერს, კერძოდ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის წყალმომარაგების სისტემის და ფილტრატების წყალმიმღები ტერიტორიის სანიტარული ზონის შემოღობვის სამუშაოებზე.

არსებული მდგომარეობის აღწერა და შესასრულებელი სამუშაოები:

  • სოფელი დუისის მოსახლეობის ნაწილის წყალმომარაგება ხორციელდება მდინარე ალაზნის ფილტრატით. ფილტრატების წყალმიმღები ტერიტორია განლაგებულია მდინარე ალაზნის ჭალაში, რომელიც არ არის შემოღობილი, რაც სანიტარული ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. აქვე აღსანიშნავია ის სიტუაცია, რომ წყალდიდობის პერიოდში ტერიტორია იფარება მდინარე ალაზნის მღვრიე წყლით, რაც წყალმომარგების ქსელში შეწონილი ნაწილაკებისა და სხვა დამბინძურებლების მოხვედრის ალბათობას ზრდის იმის გათვალისწინებით, რომ წყალმომარაგების სისტემას არ გააჩნია დამატებითი წყალგამწმენდი. ზემოთ აღნიშნული ფაქტორები საფრთხეს უქმნის სოფელი დუისის მოსახლეობის წყლით მომარაგებას. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ტერიტორიის შემოღობვას მავთულბადიანი ღობვის მოწყობით თავისი ჭიშკრითა და კუტიკარით; ასევე, ტერიტორიის ამაღლებას ხრეშოვანი ბალასტით, არსებული სათვალთვალო 7 (შვიდი) ჭის ირგვლივ უნდა მოხდეს თიხის ფენით დაფარვა და პროექტში გათვალისწინებულია ტერიტორიის მიმდებარედ მიწაყრილის მოწყობა სეზონური წყალდიდობის პერიოდში, რათა არ მოხდეს ტერიტორიის ფართობის დატბორვა და დაბინძურება. წინამდებარე პროექტის გრაფიკული ნაწილი შესრულებულია საქართველოში მოქმედების ვადაგაგრძელებული სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, სათანადო სამუშაოთა მოცულობების და მასალების სპეციფიკაციით. პროექტი განხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტისა და CENN-ის თანამშრომლობით. შესაბამისად, ტენდერის ფარგლებში გაწერილი საქმიანობები გაყოფილია ორ ნაწილად. ახმეტის მუნიციპალიტეტი თავად უზრუნველყოფს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ საქმიანობებზე ტენდერის ჩატარებას. 

CENN-ის ტენდერის ფარგლებში შესასრულებელია შემდეგი სამუშაოები:

  • V კატ. გრუნტისა და თიხნარის დამუშავება ექსკავატორით ჩამჩის მოცულობით 0.5 მ3  ა/მ დატვირთვით;
  • გრუნტის შემოტანა ავტოთვითმცლელებით 15 კმ;
  • თიხნარის მოსწორება ჭების ირგვლივ 80 სმ სისქით და დატკეპვნით;
  • წყალამრიდი მიწაყრილის მოწყობა დატკეპნით ყოველ 40 სმ სისქით;
  • დარჩენილი გრუნტისმოსწორება  მექანიზმის გამოყენებით, 50 მ-ზე გადაადგილებით, დატკეპნა.

სერვისის დასახელება, სავარაუდო ფასი, შესრულების ადგილი და ვადა:       

  • სერვისის დასახელება: ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის წყალმომარაგების სისტემის და ფილტრატების წყალმიმღები ტერიტორიის სანიტარული ზონის შემოღობვის სამუშაოები;
  • შესრულების ვადა: ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღე;
  • შესრულების ადგილი: ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი დუისი.     

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 3 ივნისი, 18:00 საათი.   
  • სატენდერო წინადადებები გაიხსნება სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: megi.gamtkitsulashvili@cenn.org
  • დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაცია ტენდერის პროცედურების შესახებ შეუძლიათ მიიღონ CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქ. №27.

საკონტაქტო პირები: 

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები