
28 აპრილი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1308 - ტენდერი ინგლისური ენის სასწავლო კურსის ჩატარებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჰაიდელბერგცემენტი კაუკასუსი“ იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას და გადასახადების გადამხდელად დარეგისტრირებულ კერძო პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად: ინგლისური ენის საწავლო კურსის ჩატარება ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომელებისთვის.
ზოგადი ინფორმაცია
მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კომპანიის თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის შემდეგი საფეხურების სასწავლო კურსის ჩატარება: Elementary, Pre – Intermediate, Intermediate, Upper Intermediate და Advanced.
მომწოდებელს უნდა შეეძლოს ინგლისური ენის კურსების ჩატარება კომპანიის ოფისებში შემდეგ მისამართებზე:
- თბილისი, ლორთქიფანიძის ქუჩა 4
- კასპი, ფარნავაზის ქ.2
- რუსთავი, მშენებელთა ქ. 70
სწავლება შეიძლება ჩატარდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში. ჯგუფში წევრთა მაქსიმალური რაოდენობა იქნება 5 პიროვნება.
მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თანამშრომლის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ჩატარება, ტესტირების შედეგების საფუძველზე შეიმუშავოს შესაბამისი პროგრამა და პროგრამის დასრულების შემდეგ ჩაატაროს ტესტი მიღწეული პროგრესის შესამოწმებლად.
სატენდერო დოკუმენტაცია:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები (დოკუმენტაციის ელექტრონლად მოწოდების შემთხვევაში ინფორმაციო უნდა გამოგზავნოთ PDF ან Word ფორმატში):
- სასწავლო კურსის შინაარსი; თითოეულ საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობა (საათებში); სწავლების მეთოდი; გამოყენებული სახელმძღვანელოები და სხვა დამატებითი მასალები
- გაკვეთილის სტრუქტურა და მოკლე აღწერა
- პედაგოგების გამოცდილება ინგლისური ენის სწავლების სფეროში- რეზიუმე;
- დამკვეთი კომპანიების სია ბოლო სამი წლის მანძილზე და სარეკომენდაციო წერილები
- ჰაიდელბერგცემენტის ოფისების ჩამონათვალი, სადაც მომწოდებელს შეეძლება აღნიშნული მომსახურების გაწევა
- მომსახურების ფასები
− ფასები მითითებული უნდა იყოს ლარში ყოველ ჩატარებულ საათზე
− მითითებული უნდა იყოს მომწოდებლის და დამკვეთის ოფისში ჩატარებული საათის ღირებულება
− ფასები ჩატარებულ საათზე მითითებული უნდა იყოს ზემოთ ჩამოთვლილი ჰაიდელბერგცემენტის ოფისების მითითებით
− წარმოდგენილი ფასები უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 14 აპრილიდან - 2016 წლის 28 აპრილის ჩათვლით.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან/ფიზიკურ პირთან გაფორმდება 12-თვიანი ხელშეკრულება.
დაინტერესებულმა პირებმა საბუთები უნდა წარადგინონ ჰაიდელბერგცემენტის სათაო ოფისში, მისამართი: თბილისი, ლორთქიფანიძის ქ. 4 ან გამოგზავნოთ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 28 აპრილი
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელეფონი: +995 32 474747 (შიდა ნომ.: 121)