
22 აპრილი 2016, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT1319 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი TEMPUS-ის პროექტის SSRULLI-ის ფარგლებში აცხადებს ღია ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
ტენდერი გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს სასურველი კომპიუტერული ტექნიკის მოწოდებას შემდეგი პირობების გათვალისწინებით.
აუცილებელი წინაპირობები:
- ყველა აღნიშნული საქონელი უნდა იყოს წარმოებული ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. (არ მიიღება ევროკავშირისთვის ნაწარმოები ტექნიკა, რომელიც არ არის წარმოებული ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანაში).
- ყველა ნივთს უნდა ახლდეს ევროკავშირის პალატისგან წარდგენილი წარმოშობის სერტიფიკატი.
- ყველა ნივთს თან უნდა ახლდეს მინიმუმ 2 წლიანი საგარანტიო წერილი.
- სერვისის შემსრულებელი უნდა იყოს უშუალოდ მომწოდებელი, რომელიც შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პირობას.
სავალდებულო დოკუმენტაცია, სერტიფიკატები:
სერტიფიკატები წარმოდგენილი უნდა იყოს კონკრეტული პროდუქტის (მოწყობილობის) შესაბამისად
- Notebook - CE (პროდუქტის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა), ECO, და FCC (Part 15) სერტიფიკატები
- Monitors - CE (პროდუქტის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა) და ECO სერტიფიკატები Computer - COMPANY DECLARATION (კომპანიის პროდუქტის შესაბამისად )
ანაზღაურება:
- კონტრაქტის ფარგლებში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ტექნიკის მოწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 27 დღის ვადაში.
- ხელშეკრულების ღირებულების 50%-ის გადახდა მოხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 საბანკო დღის ვადაში. კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის სრული ანაზღაურება მოხდება ტექნიკის მიწოდებიდან და დამკვეთსა და კონტრაქტორს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში.
- ანაზღაურება მოხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
შერჩევის კრიტერიუმები:
- შემოთავაზებული ვარიანტების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს.
- შერჩევის ერთ-ერთ კრიტერიუმად ასევე განიხილება პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის უკეთესი ტექნიკური მახასიათებლები, ვიდრე ეს მითითებულია დანართ #1-ში.
- არასრულად წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები და დოკუმენტაცია არ განიხილება.
პროცედურა:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს ტენდერში მონაწილეობის განაცხადი, ფასთა კვოტირების ფორმა და ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ ამ განცხადებაზე თანდართული შემდეგი ფორმების ჩამოტვირთვისა და შევსების გზით:
- დანართი #1 (ფასთა კვოტირების ფორმა). გაითვალისწინეთ, რომ ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ევროებში, დღგ-ს ჩათვლით;
- დანართი # 2 (ტედნერში მონაწილეობის განაცხადი);
- დანართი # 3 (ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ).
დანართებს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ;
- ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
სატედენდერო წინადადება, ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იქნას დალუქული კონვერტით, არაუგვიანეს 2016 წლის 22 აპრილის 12:00 საათისა, შემდეგ მისამართზე: 0141 ქ. თბილისი, ჩარგლის ქ. 73. (ოთახი # 712)
წარმოდგენილი განაცხადების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება არაუგვიანეს 24 აპრილისა. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება მოხდება არაუგვიანეს 27 აპრილისა.
საკონტაქტო პირი:
თამარ ჩახნაშვილი
ტელ.(+995 32) 261 12 98;
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge