ჩაბარების ვადა:

3 ივნისი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T13285 - ტენდერი მარშალ გელოვანის მეორე ფაზის IV კორპუსის სამზარეულოს ავეჯის დამზადებისა და მონტაჟის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ემკვადრატი პარკი“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მარშალ გელოვანის მეორე ფაზის IV კორპუსის სამზარეულოს ავეჯის დამზადებისა და მონტაჟის შესყიდვაზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • მარშალ გელოვანზე მდებარე IV კორპუსის 141 ბინისათვის სამზარეულოს ავეჯის დამზადება და მონტაჟი უნდა მოხდეს ჩვენს მიერ შემუშავებული 5 ტიპის რემონტის (ულუმბო, დარიჩინი, ვანილი, ჯინჯერი, მუსკატი) შესაბამისი სამზარეულოს ტიპების მიხედვით. დეტალურად არის შემუშავებული, როგორც დიზაინები, ასევე სამზარეულოს კონფიგურაციები, სამზარეულო უნდა იყოს სრული კომპლექტაციით, მათ შორის ცხელი და ცივი წყლის მილებით აღჭურვილი (მაღალი ხარისხის). კარგის ხარისხის ვინტილით და ასევე მყარი დაერთების სიფონით. 
  • ჯამურად 141 ბინიდან 135 ბინა არის სტანდარტული ბინები, რომლის სამზარეულოს დიზაინიც შერჩეული ჩვენს მიერ შემუშავებული 5 სტანდარტული რემონტიდან (ულუმბო, დარიჩინი, მუსკატი, ვანილი, ჯინჯერი), ხოლო დარჩენილი 6 ბინა არის კომფორტის რემონტით, სადაც სამზარეულოს კონფიგურაცია შერჩეულია, თუმცა მოხდება განსხვავებული მასალით/ფურნიტურით დამზადება.
  • გარდა ამისა, სამზარეულოს მონტაჟის შემდეგ გასათვალისწინებელი იქნება, კედელსა და ავეჯს შორის დარჩენილი მცირე ღიობის შესავსები მასალა, რომელიც ასევე უნდა იყოს იმ მასალისა და ფერის შესაბამისი, რისგანაც იქნება კონკრეტული მასალა დამზადებული, ღიობების რაოდენობები და ზომები, შეგიძლიათ იხილოთ ექსელის ფაილში
  • შემოთავაზებაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ ვერ გამოიყენებთ ლიფტს და მხოლოდ პიონერის საშუალებით უნდა მოხდეს პროდუქციის სართულზე ატანა. პიონერს უზრუნველყოფს დამკვეთი, ხოლო მუშა ხელს შემსრულებელი.
  • სამზარეულოს მოთხოვნები დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი და შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს იდენტური სამზარეულოს დამზადებისა და მონტაჟის ღირებულებას, ნებისმიერი ცვლილება უნდა იყოს წინასწარ ცნობილი და შეთანხმებული დამკვეთთან. 

ტენდერი წარიმართება II ეტაპად: 

  • I ეტაპი - დეტალური განფასებისა და შესრულების გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა.
  • II ეტაპი - წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე შერჩეულ კომპანიებს მიეცემათ 1 კვირა სამზარეულოს 1 ნიმუშის დასამზადებლად, სამზარეულოს კონკრეტული დიზაინისა და კონფიგურაციის შესახებ მონაწილეს აცნობს დამკვეთი. სამზარეულო უნდა დამზადდეს და წარედგინოს დამკვეთს ყველა ფურნიტურით, წერეთლის 118-ში, მ2 ის გალერეაში.
  • მხოლოდ ნიმუშების ნახვის შემდეგ მოხდება გადაწყვეტილების მიღება დამკვეთის მხრიდან.
  • გთხოვთ გათვალისწინოთ რომ ნიმუშის დამზადება უნდა დაიწყოთ მხოლოდ დამკვეთის მხრიდან დასტურის შემდეგ, რაზე მოგეცემათ 1 კვირა და ნიმუში უნდა იყოს უსასყიდლო. 

მასალები: 

  • RFP materials - სამზარეულოს ტიპების დეტალური აღწერა, სადაც უნდა გაითვალისწინოთ ყველა მოცემული დეტალი, გარდა ტექნიკის ნაწილისა. 
  • ფასების ცხრილი - სადაც შეგიძლიათ იხილოთ ჩაშლილად სამზარეულოს კონფიგურაციების მიხედვით სამზარეულოს ტიპების ჩაშლა და ღიობის შემავსებლის რაოდენობები. 
  • ნახაზები - თითოეული ბინის ჭრილში სამზარეულოს კონფიგურაციები. 
  • მონტაჟის გრაფიკი - დეტალური ცხრილი ბინების გადმოცემის სამონტაჟოდ, მონტაჟის დაწყების თარიღებით მოცემული. პირველი 13 ბინის მონტაჟი უნდა დაიწყოს 20.08.2022 ხოლო სრულად 141-ვე ბინის სამზარეულოების მონტაჟი უნდა დასრულდეს არაუგვაინეს 20.12.2022

შენიშვნა: წინადადებების წარმოდგენამდე მონაწილემ ადგილზე უნდა დაათვლიეროს სამზარეულოები, რომელის სანიმუშოდ არის დამზადებული მ2 -ის გალერეაში, ქ.თბილისი, წერეთლის 118

განფასება:

  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს განფასება შემსყიდველის მიერ ხელმოწერილი NDA-ს საფუძველზე გაზიარებული დოკუმენტაციისა და მოთხოვნების შესწავლის შემდეგ
  • შემოთავაზება უნდა იყოს როგორც PDF ასევე ექსელის ფორმატში, იმავე ფაილში, რაც იქნება გაზიარებული დამკვეთის მხრიდან.
  • შემოთავაზება უნდა მოიცავდეს წარმოებისა და მონტაჟის ვადებს და მონაწილის თანხმობას რომ შეძლებს დააკმაყოფილოს დამკვეთის მოთხოვნები ვადებთან დაკავშირებით.  
  • ფასების წარმოდგენა უნდა აშშ დოლარში, ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით, მათ შორის ტრანსპორტირების და ყველა იმ ოპერაცია/მასალის რაც შეიძლება საჭირო გახდეს სამხარეულოს ავეჯის დამზადებისა და მონტაჟისათვის. 

მომსახურების/სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • მომსახურების უნდა განხორციელდეს თბილისში, მარშალ გელოვანის N1-ში.  
  • სამზარეულოების მონტაჟი უნდა დაიწყოს არაუგვაინეს 20.08.2022-სა და დასრულდეს არაუგვიანეს 20.12.2022-სა, დეტალური ვადები შეგიძლიათ იხილოთ დანართში. 

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • შესრულებული სამუშაოზე საგარანტიო ვადად განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვე.
  • ავეჯსა და ფურნიტურაზე 5 (ხუთი) წლიანი გარანტია. 

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დადებითი სარეკომენდაციო წერილები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
  • გარდა ამისა პორტფოლიო, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი დამკვეთებითა და შესრულებული სამუშაოების ინფორმაციის მითითებით. 

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორების პირობები ჩამოყალიბდება სახელშეკრულებო ეტაპზე, თუმცა გადახდის სასურველი პირობები მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებასთან ერთად. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და ავანსის ჩარიცხვამდე, მონაწილემ უნდა წარმოადგინოს საავანსო თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, მინიმუმ საავანსო ღირებულებაზე და მოქმედი უნდა იყოს ხელშეკრულების დასრულების თარიღიდან მინიმუმ 1 თვის განმავლობაში. 

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და და ძალაში უნდა იყოს არანაკლებ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან 1 თვის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასის შემოთავაზება მომსახურების შესრულების ვადის და გადახდის პირობის გათვალისწინებით  
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები  და პორტფოლიო 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  • განფასება უნდა იქნას წამროდგენილი როგორც დადასტურებული ბეჭდით, ასევე ექსელის ფორმატში. 

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • ხელშეკრულების მიხედვით სამონტაჟო სამუშაოების ვადის ცვლილების შემთხვევაში მომწოდებელი ვალდებული იქნება, უსაფრთხოდ და უსასყიდლოდ შეუნახოს პროდუქცია დამკვეთს მისივე ფართში.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

„შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. შეკითხვები უნდა იქნეს გამოგზავნილი სატენდერო საიტზე არსებულ შეკითხვების მოდულში. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 3 ივნისი, 18:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შესყიდვების წარმომადგენელი:
სალომე სადუნიშვილი
მობ: 599 68 67 82
ელ. ფოსტა: ssadunishvili@m2.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    1 ივნისი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა