ჩაბარების ვადა:

13 ივნისი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T13289 - ტენდერი ქვაბაგრეგატის ТГМП 344А/С საცეცხლეს მარცხენა საშუალო რადიაციული ნაწილის რემონტზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს ქვაბაგრეგატის ТГМП 344А/С საცეცხლეს მარცხენა საშუალო რადიაციული ნაწილის რემონტზე 24/05-ME/BWP-S-22.

სამუშაოს სპეციფიკაცია:

  • ქვაბაგრეგატის ТГМП 344А/С საცეცხლეს მარცხენა საშუალო რადიაციული ნაწილის უკანა კედლის არსებული მეორადი №14,15 პანელების გადაკეთება-მომზადება და არსებული შეცვლა - 2 ცალი

სამუშაოს შესრულების საორიენტაციო ვადები:

  • პანელების მოხსნა-შეკეთება უნდა მოხდეს - 15 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით;
  • პანელების უკან დაყენება - 5 ივლისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ: ტექნიკური დავალება (დანართი #1)

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. 

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 13 ივნისი, 17:00 საათი.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი (24/05-ME/BWP-S-22);

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
შალვა გოგოლაძე
ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
მურთაზი სვანი
საკონტაქტო ნომერი: 599 185 372
ან მურთაზი ჩინჩალაძე
საკონტაქტო ნომერი: 555 35 11 53

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები