ჩაბარების ვადა:

15 ივნისი 2022, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T13301 - ტენდერი ქ. თბილისში ტერევერკოს 42-ში მდებარე მშენებარე საოფისე შენობაში და მის პერიმეტრზე ელექტრობის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

"ინტელკომ ჯგუფი" აცხადებს ტენდერს, ქ. თბილისში, ტერევერკოს 42-ში მდებარე მშენებარე საოფისე შენობაში და მის პერიმეტრზე ელექტრობის მოწყობაზე. 

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია კომპანიებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: 

  • კომპანია უნდა იყოს არანაკლებ მე-3 კატეგორიის საწარმო 2019 და 2020 წლებში და მისი ფინანსური ანგარიშგება უნდა იძებნებოდეს ვებ გვერდზე: reportal.ge
  • კომპანიას ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ქონდეს მინიმუმ ერთი მსგავსი პროექტი, რასაც დაადასტურებს ხელშეკრულებით ან რაიმეს სხვა დოკუმენტით. 

კონკურსის ძირითადი პირობები:

  • პროექტი უნდა განხორციელდეს 3 (სამ) ეტაპად, დანართი N1-ში მოცემულია პროექტის ზოგადი აღწერა.
  • წინადადება უნდა მომზადდეს და სამუშაოები შესრულდეს საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.
  • წინადადება უნდა მოიცავდეს როგორც ყველა საჭირო მასალას, ასევე ინსტალაციას.
  • ფასები მოცემული უნდა იყოს ლარებში, დღგ-ს ჩათვლით.
  • წინადადებაში მოცემული უნდა იყოს გამოყენებული მასალების სრული ჩამონათვალი, მწარმოებლის, მოდელის, წარმოშობის ქვეყნის და რაოდენობის მითითებით.
  • შეთავაზებულ მასალებს უნდა გააჩნდეთ CE სერტიფიკატები (სერთიფიკატების წარმოდგენა საჭიროა მხოლოდ გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე).
  • შეთავაზებული მასალების მწარმოებელი კომპანიის გამოცდილება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელიწადს.
  • წინადადებაში ყოველი ეტაპის შესრულების ვადა და ღირებულება მითითებული უნდა იყოს ცალ-ცალკე.
  • კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება არაუგვიანეს 30 ივნისისა.
  • გამარჯვებულის გამოვლენისას პროექტის შესრულების ღირებულებას მიენიჭება 80% წონა, ხოლო 5-5% შესრულების ვადას, ავანსის მოთხოვნას, თანამშრომლობის გამოცდილებას და პროექტის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ წინადებებებს.

ხელშეკრულების ძირითადი პირობები:

  • ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის და მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოხდება ეტაპობრივად, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. 
  • დამკვეთს შეუძლია მოითხოვოს ავანსი ყოველ ეტაპის ან ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, მაქსიმუმ 80%-ის ოდენობით. ასეთ შემთხვევაში, დამკვეთმა შეიძლება მოითხოვოს საბანკო გარანტია, რაც დამოკიდებული იქნება მოთხოვნილი ავანსის ოდენობაზე, შემსრულებლის ფინანსურ მდგომარეობაზე და საქმიანი ურთიერთობის გამოცდილების არსებობაზე. 
  • შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, შემსრულებელს დაეკისრება პირგასამტეხლო შესაბამისი ეტაპით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულების 0.1%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში დამკვეთს დაერიცხება პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 

პროექტის დოკუმენტაციის და ეტაპების შესახებ ინფორმაციის მიღება:

  • კონკურსანტი რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნილ კრიტერიუმებს უნდა მიმართოს „ინტელკომ ჯგუფს“ პროექტის დოკუმენტაციის მისაღებად. 
  • დოკუმენტაციის მისაღებად მიმართვა და კონკურსანტის მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება უნდა მოხდეს ელ-ფოსტაზე: levani@intellcom.net
  • „ინტელკომ ჯგუფი“ 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში შეისწავლის კონკურსანტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და მიიღებს გადწყვეტილებას დოკუმენტაციის გადაცემასთან დაკავშირებით. 

პროექტის დეტალური ინფორმაცია მოიცავს: 

  • პროექტის ნახაზებს და განმარტებით ბარათებს.
  • განსახორციელებელი 3 (სამი) ეტაპის დეტალურ მონახაზს დამატებითი პირობები და ინფორმაცია პროექტში გარკვეული ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, "ინტელკომ ჯგუფთან" შეთანხმებით შესაძლებელია, რომ მასში შეტანილი იქნას გარკვეული კორექტივები.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 15 ივნისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ინსპექტირების დროის შეთანხმებისთვის და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლევან მეტრეველს:
მობ: +995 (32) 2989849 +995 (599) 981779
ელ. ფოსტა: levani@intellcom.net

ტენდერის კატეგორია:

  • 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 ივნისი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა