ჩაბარების ვადა:

10 ივნისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13336 - ტენდერი სახელმძღვანელოს ბეჭდვის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა(აიპი) ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს ტენდერს სახელმძღვანელოს ბეჭდვის შესყიდვაზე.

ააიპი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი  მიმდინარე პროექტის "ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა" (“Tourism, Heritage and Creativity” (BSB-1130 THC)) ფარგლებში, აცხადებს ტენდერს სამი სახელმძღვანელოს ორ ენაზე (ქართულად და ინგლისურად) ბეჭდვის შესყიდვის მიზნით და ყველა დაინტერესებულ პირს თუ ორგანიზაციას იწვევს მონაწილეობის მისაღებად.  

წინამდებარე ტენდერი გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სახელმძღვანელოს ბეჭდვასა და მიწოდებას. 

დასაბეჭდი სახელმძღვანელოების მახასიათებლები: 

  • შიგთავსი: 48 გვერდი; 
  • 270 x 240 მმ. (+ 5 მმ ჭრაზე). 170 გრამიანი პრიალა ცარცის ქაღალდი. პრიალა დისპერსიული ლაქი. ფერი (4+4)
  • ყდა: 300 გრამიანი პრიალა ცარცის ქაღალდი. მატლამინაცია. ფერი (4+0)
  • თერმული კინძვა
  • ინგლისურ ენაზე სახელმძღვანელოების ტირაჟი 600  ცალი:
    - Creative Tourism – 200 ცალი
    - Cultural Products for Tourism – 200 ცალი
    - Basics of Entrepreneurship for Tourism and Culture Operators – 200 ცალი
  • ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების ტირაჟი 900 ცალი:
    - კრეატიული ტურიზმი – 300 ცალი
    - კულტურული პროდუქტები ტურიზმისთვის – 300 ცალი
    - მეწარმეობის საფუძვლები ტურიზმისა და კულტურის სფეროს ოპერატორებისათვის – 300 ცალი

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი;
  • განაცხადს/წინადადებას უნდა ერთოდეს ინფორმაცია მსგავსი სახელმძღვანელოების ბეჭდვის გამოცდილების შესახებ (პორტფოლიო);
  • კომპანიას უნდა გააჩნდეს სახელმძღვანელოების ბეჭდვის მინ. 3 წლიანი გამოცდილება
  • ბიუჯეტი დღგ-ს გარეშე. ბიუჯეტი უნდა მომზადდეს ექსელი-ს ცხრილში. აუცილებელია ყველა ხარჯის ცალ-ცალკე მითითება.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • დამკვეთის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
  • სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი;

მიწოდების პირობები: 

  • ტენდერის გამარჯვებულ კომპანიას ევალება ბეჭდვის მომსახურების განხორციელება 
  • ტენდერის გამარჯვებულ კომპანიას ევალება ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი 400 სახელმძღვანელოს გაგზავნა-დაბინავება პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებში, რომლებიც ბულგარეთში და უკრაინაში მდებარეობს. შესაბამისად, 200-200 ეგზემპლიარის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართებზე: 

ევროპის კულტურული ტურიზმის ინსტიტუტი
მისამართი: ბულგარეთი, 9300 - ქალაქი დობრიჩი, პოლკოვნიკ დრანგოვის ქ.#3, შესასვლელი W, სართული 1, ბინა 2; 
ტელეფონი: 00359 58 603 456
ელ. ფოსტა: eureka@mail.bg www.eurekainstitute.eu     

ქალაქ მიკოლაევის განვითარების ფონდი
მისამართი: უკრაინა, 54017 - ქალაქი ნიკოლაევი, სევასტოპოლის ქ. #15, ბინა #3; 
ტელეფონი: (0512) 47-34-79
ელ. ფოსტა: fondnikol@gmail.com; www.frgn.mk.ua

ანგარიშსწორების პირობები:

  • სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესყიდვის ობიექტის ადგილზე მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
  • ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად ფაქტიურად მიწოდებული მომსახურებისა და წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის მიწოდებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
  • წინასწარი ანგარიშსწორება არ გამოიყენება;
  • ყველა ის  ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს.
  • ტენდერის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული, რომელთანაც დაიდება ხელშეკრულება. 
  • არასრულად წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება.

ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინამდებარე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარმოადგინოს ტენდერში მონაწილეობის განაცხადი, ფასთა კვოტირების ფორმა და ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ. თანდართული შემდეგი დანართებით:

  • დანართი # 1 (ტენდერში მონაწილეობის განაცხადი);
  • დანართი #2 (ფასთა კვოტირების ფორმა). გაითვალისწინეთ, რომ ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ს გარეშე;
  • დანართი # 3 (ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ).

სატენდენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად გამოგზავნილი უნდა იქნას შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე natiat@gaccgeorgia.org; nana@gaccgeorgia.org; mariamk@gaccgeorgia.org არა უგვიანეს 2022 წლის 10 ივნისისა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე; natiat@gaccgeorgia.org; contest@gaccgeorgia.org; mariamk@gaccgeorgia.org
ან დაგვირეკოთ ოფისის ტელეფონზე 995 32 2931335 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე "ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა" (“Tourism, Heritage and Creativity” (BSB-1130 THC))  პროექტის  მიზანია ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის სექტორების ერთმანეთთან დაკავშირება მათი საერთო განვითარების ხელშესაწყობის მიზნით. პროექტის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებები ემსახურება შემოქმედებითი ტურიზმის შემოთავაზებების და კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული კულტურული პროდუქტების დახმარებით ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. THC დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერით.

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები