ჩაბარების ვადა:

14 ივნისი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T13339 - ტენდერი ERP-ის დანერგვის მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ ფაილი NDA - GRPC.

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ (GRPC, ს/ნ 404500857) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ERP-ის დანერგვის მომსახურების შესყიდვაზე. 

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

  • ERP-ის დანერგვა საჭიროა GRPC-ის ჯგუფის კომპანიებისთვის (ჯგუფში შედის 12 (თორმეტი) იურიდიული პირი) იდენტური მოთხოვნებით. ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს ცალ-ცალკე ბაზა, რომლებიც გაერთიანებული იქნება ერთ სისტემაში. 

ERP აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგ მოდულებს:

  • შესყიდვები;
  • დოკუმენტბრუნვა;
  • ბუღალტერია;
  • გადარიცხვები;
  • ძირითადი საშუალებები;
  • რეპორტინგი;
  • HR (საბაზისო/ხელფასები);

მომხმარებლების რაოდენობა - 26, გაწერილი სხვადასხვა ფუნქციონალით და უფლებით. დეტალური ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ ასახულია დანართი N2-ში. დეტალური ინფორმაცია პროცესების შესახებ და დანართი N2 მოწოდებული იქნება გაუთქმელობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • იყოს მოქნილი და მაქსიმალურად მოერგოს ჩვენს მოთხოვნებს.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის და ხელმოწერილ დამოწმებულ ფორმატში.
  • ფასები წარდგენილი უნდა იქნას შემდეგი ვალუტებიდან ერთ-ერთში: ლარი, აშშ დოლარი და ევრო. ფასები უნდა მოიცავდეს დამატებითი ღირებულების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს. 

მომსახურების ვადა:

  • განიხილება თქვენი შემოთავაზებული მომსახურების/დანერგვის ვადა. 
  • კონკრეტული ვადების დადგენა მოხდება დამკვეთისა და შემსრულებელს შორის დამატებითი შეთანხმების საფუძველზე.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება  უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

  • ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ - კომპანიის ზოგადი აღწერა, თანამშრომლების რაოდენობა, პროექტის შესრულებაში ჩართული თანამშრომლების რაოდენობა და კვალიფიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, მოთხოვნის მიხედვით;

გამოცდილება:

  • შესრულებული სამუშაოების ზოგადი ჩამონათვალი: ბოლო 3 წლის მანძილზე მსგავსი პროექტების ჩამონათვალი (დასრულებული და მიმდინარე);
  • სარეკომენდაციო წერილი - მინიმუმ 3 (მოთხოვნის საფუძველზე); 
  • შემოთავაზებული ქვე-კონტრაქტორები (არსებობის შემთხვევაში) - კომპანიის დასახელება და ინფორმაცია, სამუშაო მოცულობა/აღწერა, რომელსაც ქვე-კონტრაქტორი შეასრულებს.

ანგარიშსწორების პირობები:

  • განიხილება თქვენი შემოთავაზებული გადახდის პირობა.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარადგინოს წერილობითი დასტური ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ხელმოწერილი გაუთქმელობის შეთანხმება, ტენდერის გამოცხადებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის მანძილზე, რის შემდეგაც გაეგზავნება დეტალური ინფორმაცია
  • შემოთავაზება, სადაც განსაზღვრული იქნება დეტალურად ტექნიკური და კომერციული ინფორმაცია.
  • ფასების ცხრილი (დანართი N1) ექსელის და. pdf ფორმატში;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • ვალიდური სერტიფიკატები/ლიცენზიები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რის დასტურადაც წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;

წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა: 2022 წლის 14 ივნისი, 18:00 საათი.
წინადადების წარმოდგენის ფორმა: ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით 
შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება სატენდერო პირობების შესაბამისად.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გადახდისუუნარობის წარმოების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია ლარში, აშშ დოლარსა ან ევროში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 14 ივნისი, 18:00 სთ;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოიგზავნოს შემდეგ ავტორიზებულ ელ-ფოსტაზე: nmurachashvili@grpc.ge; ყველა კითხვა გაგზავნილ უნდა იქნას ტენდერის დასრულების ვადის ამოწურვამდე 2 (ორი) სამუშაო დღით  ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია არ გასცეს პასუხი მონაწილე კომპანიებს.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი; დოლარი; ევრო;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენელი:
საკონტაქტო პირი: ნინო მურაჩაშვილი
მის.: თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: nmurachashvili@grpc.ge
ტელ: 577 35 00 96

ტენდერის კატეგორია:

  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 ივნისი 2022 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა