ჩაბარების ვადა:

13 ივნისი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T13349 - ტენდერი შპს „ოცნების“ საწარმო მეგადორსში მზის ენერგიის ქვესადგურის სისტემის/მოწყობილობებისა და სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ”ოცნება” აცხადებს ტენდერს შპს „ოცნების“ საწარმო მეგადორსში მზის ენერგიის ქვესადგურის სისტემის/მოწყობილობებისა და სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე.

გამოცხადების თარიღი: 30.05.2022
წინადადების მიღების დაწყება: 03.06.2022
წინადადების მიღების დასრულება: 13.06.2022

პრეტენდენტებმა წინადადება უნდა წარმოადგინოს: დღგ-ს ჩათვლით ლარში. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არაა დღგ-ს გადამხდელი, ასეთ შემთხვევაში მან ეს უნდა მიუთითოს სატენდერო წინადადებაში;

მაქსიმალური ღირებულება: არ არის განსაზღვრული

მიწოდების/მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა #166. 

პრეტენდენტებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ სისტემა www.tenders.ge-ს საშუალებით, დანართი #1-ის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სისტემა უნდა მოეწყოს 800 კვ.მ-ზე და უნდა გამოიმუშავოს არანაკლებ 100-120 კვტ.სთ ელექტრო-ენერგია
  • პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადების წარმოდგენამდე უზრუნველყოს საწარმოში შესაბამისი სპეციალისტების ვიზიტი, რათა წინასწარ მოხდეს საჭიროების შესაბამისად დანაგარების სპეციფიკაციისა და საჭირო სამუშაოების განსაზღვრა;
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საქმიანობის გამოცდილება;
  • მოწოდებულ სისტემას უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 წლიანი გარანტია;
  • ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება საგარანტიო პერიოდში უზრუნველყოს სერვისული მომსახურება. მოწოდებული სისტემის რომელიმე კვანძში ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევში  მომწოდებული ვალდებული იქნება არაუმეტეს 5 დღის ვადაში საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს მისი შეცვლა. ხოლო, სწორი ექსპლუატაციის პირობებში საგარანტიო პერიოდში რაიმე სახის ხარვეზის ან/და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 3 დღეში საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს პრობლემის აღმოფხვრა; 
  • ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება კვალიფიციური ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს შემსყიდველის წარმომადგენლებს სისტემის სწორ ექსპლუტაციასათან დაკავშირებით;
  • ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენიდან არაუმეტეს 3 კალენდარულ დღეში შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია სახელშეკრულებო თანხის 5 პროცენტის ოდენობით. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხავადი, და იგი გაცემული უნდა იყოს საბანკო ან/და ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. 

პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები (უნდა მოიცავდეს ხელმძღვანელის შესახებ მონაცემებს, ინფორმაციას იურიდიული ფორმის შესახებ, ინფორმაციას იურიდიული და ფაქტიური მისამართის შესახებ, საბანკო რეკვიზიტებს);
  • ინფორმაცია ანალოგიურ საქმიანობაში გამოცდილების შესახებ (ინფორმაციას თან უნდა ახლდეს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურები);
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ.
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებთან დაკავშირებით
  • სატენდერო წინადადება და ფასების ცხრილი დანართი #1-ის შესაბამისად;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 13 ივნისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია:

  • შპს „ოცნება“-ს კარის საწარმო „მეგადორსი“ და საწყობი მდებარეობს ქ. თბილისში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა #166-ში (ყოფილი კაიროს ქუჩა)
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 577 210001, 577 320202;
  • ელექტრონული მისამართი: r.gabaidze@megadoors.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 ივნისი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა