ჩაბარების ვადა:

13 ივნისი 2022, 11:00

სტატუსი:

დასრულებული

T13357 - ტენდერი სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ასოციაციასაქართველოს SOS ბავშვთა სოფელიიწვევს კომპანიებს თბილისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამაში არსებული შენობის სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სამუშაოთა ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს, ხოლო ჩასატარებელ სამუშაოთა რაოდენობა დადგინდება შემსრულებელი ორგანიზაციისა და დამკვეთის ერთობლივი მუშაობით.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი: თბილისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამაში არსებული ოჯახის გაძლიერების პროექტის შენობის სარემონტო სამუშაოები, დეტალური ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ ფაილში..

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
  • ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან, რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება;
  • ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულებების მითითებებით) შესაბამისი 3 რეკომენდაციით, შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფოტო-მასალით;
  • შევსებული უწყისიხარჯთაღრიცხვა (ხარჯთაღრიცხვა უნდა მომზადდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაინტერესებული კომპანია წინასწარ დაათვალიერებს შენობანაგებობას, რომელიც საჭიროებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას

თანხის გადახდის პირობები:

  • წინასწარი გადახდის მოთხოვნის შემთხვევში (კონტრატის ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა) კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია.

მომსახურების გაწევის ვადები:

  • 2022 წლის ივნისი-ივლისი

სამუშაო ადგილი:

  • თბილისი, სერგი წულაძის 11, 1 შესახვევი (სამგორის ტერიტორია)

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2022 წლის 13 ივნისი 11:00სთ
  • განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: თბილისის SOS ბავშვთა სოფელი, ნუცუბიძის 4 / , ავთო ვარაზის ქ.N40
  • დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც სარემონტო სამუშაოების განხორციელება, ისე კომპანიის სახელწოდება.

ასოციაციასაქართველოს SOS ბავშვთა სოფელიდაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელფოსტის მისამართზე:
maiko.gongadze@sos-kd.ge
.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები