ჩაბარების ვადა:

10 ივნისი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T13370 - ტენდერი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სარემონტო სამუშაოებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ევექსის ჰოსპიტლები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: ტენდერი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სარემონტო სამუშაოებზე“ - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.

  • წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
  • ტენდერში გამარჯვებულ პირთან გაფორმდება 1 წლიანი მოქმედების ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეეს, როგორც სს „ევექსის ჰოსპიტლები“, 

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 10 ივნისის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება. 

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება 01 ივნისი 2022
  • სატენდერო წინადადებების მიღება 10 ივნისი 2022
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 17 ივნისი 2022
  • ხელშეკრულების გაფორმება 24 ივნისი 2022

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის  ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10 ივნისი, 18:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • დამკვეთი იტოვებს უფლებას, მისი შეხედულებისამებრ, ერთი ან რამდენიმე პოზიცია სმეტიდან თავად შეისყიდოს და მიაწოდოს შემსრულებელს. 
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: dmosidze@evex.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

დოკუმენტაცია

დანართი 2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ დანართი 2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ
დანართი 3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება დანართი 3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება
დანართი 4 - აფიდატივი დანართი 4 - აფიდატივი
დანართი 6 - სტანდარტული ხელშეკრულ დანართი 6 - სტანდარტული ხელშეკრულ
III სართული სამონტაჟო ტიხრების გეგმა III სართული სამონტაჟო ტიხრების გეგმა
III სართული საპროექტო ტიხრების გეგმა III სართული საპროექტო ტიხრების გეგმა
IV სართული სადემონტაჟო ტიხრების გეგმა IV სართული სადემონტაჟო ტიხრების გეგმა
IV სართული საპროექტო ტიხრების გეგმა IV სართული საპროექტო ტიხრების გეგმა
VI სართული სადემონტაჟო ტიხრების გეგმა VI სართული სადემონტაჟო ტიხრების გეგმა
VI სართული საპროექტო ტიხრების გეგმა VI სართული საპროექტო ტიხრების გეგმა
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
სარემონტო სამუშაოები სარემონტო სამუშაოები
იაშვილი III-IV-VI სატენდერო ბული 30 მაისი იაშვილი III-IV-VI სატენდერო ბული 30 მაისი
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    7 ივნისი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა