
5 მაისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1339 - ტენდერი გზის მოასფალტების სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს გზის მოასფალტების სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.
სამუშაოების მოცულობა:
- არსებული დაზიანებული ასფალტის საფარზე დაზიანებული უბნების მოხსნა, 7 სმ სისქის ასფალტის დაგება - 200 მ2
- არსებულ საგზაო ბეტონის ფილებზე 4 სმ სისქის ასფალტის დაგება - 250 მ2
სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა: გარდაბნის რაიონი, სოფ. მარტყოფი, შპს ნეოგაზი-ს ავტო გაზგასამართი სადგური.
დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ადგილზე სიტუაციის უკეთ შესასწავლად.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შემოთავაზებული მომსახურების ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 5 მაისის 17:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 595 46 48 08. საკონტაქტო პირი ოთარ გოცირიძე; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.