ჩაბარების ვადა:

8 ივლისი 2022, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T13594 - ტენდერი თბილისის ცენტრალური პარკი (ყოფილი იპოდრომი) ზონა 08 - სკეიტ პარკის სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირიასოციაცია ატუაცხადებს ტენდერს და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის ობიექტია: თბილისის ცენტრალური პარკი (ყოფილი იპოდრომი) ზონა 08 - სკეიტ პარკის სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები თანდართული პროექტის მიხედვით.

პრეტენდენტმა წერილობით განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო წინადადება და მუშაობის გრაფიკი, ერთ დახურულ კონვერტში, უნდა წარმოადგინოს 2022 წლის 8 ივლისს 16 საათამდე შემდეგ მისამართზე: .თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.N39 (“ქართუ ჯგუფი“-ს შენობა) 10 სართული, ოთახი N14 ან N1. საკონტაქტო პირი გიორგი გუგუნაშვილი ტელ 599 53-77-23.

პრეტენდენტი ტექნიკური საკითხების გასარკვევათ დაუკავშირდეს სერგო კელენჯერიძეს ტელეფონზე 5 99 73-18-41 ან გუჯა ოსეფაიშვილს 5 95 32-55-08.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
იურიდიული ან ფიზიკური პირებისათვის

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო 15 დღის.
  • შედარების აქტი ბიუჯეტთან - ელექტრონული წესი.
  • ინფორმაცია ძირითადი თანამდეობებზე მომუშავეთ კვალიფიკაციის შესახებ (CV)
  • ინფორმაცია 3-5 წლის მანძილძე გაწეული ანალოგიური მომსახურეობის (სამუშაოების) შესახებ
    კონკრეტულად სკაი პარკის მოწყობაზე

მოკლე ინსტრუქცია სატენდერო წინადადებების შედგენის წესის შესახებ:

  • შესყიდვის ფასი უნდა წარმოდგენილი იქნას ლარებში;
  • სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე;
  • უნდა წარმოდგენილი იყოს სამუშაოების გრაფიკი და საგარანტიო ვადა;
  • სატენდერო წინადადების შეფასებისას მხედველობაში მიიღება პრეტენდენტის შესყიდვის ფასი, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სამუშაოების შესრულების გრაფიკი, შემოთავაზებული მეთოდოლოგია და მიდგომების ეფექტურობა.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები