ჩაბარების ვადა:

29 ივნისი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T13642 - ტენდერი სარეკლამო აბრების და საინფორმაციო სტიკერების დამზადება/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოებალიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სარეკლამო აბრების და საინფორმაციო სტიკერების დამზადება/მონტაჟზე.

შესყიდვის ობიექტი:

სსლიბერთი ბანკი“-ს თბილისისა და რეგიონების 33 ფილიალში სარეკლამო აბრების და საინფორმაციო სტიკერების დამზადება/მონტაჟი ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად;

  • სავალდებულოა ასევე, დანართი #2-ის შევსება და გადმოგზავნა ;
  • ფოტო -მონტაჟები და მასალის სპეციფიკაციები იხილეთ დანართი #3-ში;

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • თბილისისა და რეგიონების 33 ფილიალში სარეკლამო აბრების და საინფორმაციო სტიკერების დამზადება/მონტაჟი, ასევე არსებული ძველი აბრების და საინფორმაციო სტიკერების დემონტაჟი და ძველი აბრების ტრანსპორტირება ქ. თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბანკის სასაწყობე ფართში, მისამართზე: სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი #12;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #4) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;

დამატებითი პირობები:

  • პრეტენდენტი ვალდებულია ფასები (დანართი #1) წარმოადგინოს არსებული ძველი აბრების და საინფორმაციო სტიკერების დემონტაჟის და არსებული ძველი აბრებისლიბერთი ბანკი“- საწყობში ტრანსპორტირების გათვალისწინებით;
  • აუცილებელია გამარჯვებულმა კომპანიამ ახალ აბრებზე შემოგვთავაზოს მონტაჟიდან 3 (სამი) წლიანი, ხოლო საინფორმაციო სტიკერებზე მონტაჟიდან 2 (ორი) წლიანი საგარანტიო ვადა;

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 29 ივნისი, 17:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge; აღნიშნული მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
  • სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200;

ტენდერის კატეგორია:

  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები