ჩაბარების ვადა:

29 ივნისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13645 - ტენდერი სანიაღვრე წყლების გაწმენდაზე ნავთობპროდუქტებიდან

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია ჰაიდელბერგცემენტი გეგმავს, კასპის ცემენტის ქარხანაში ნახმარი საბურავების თანაინსინირაციის ხაზის მშენებლობას.

ამ პროექტის ნაწილია ნახმარი საბურავების საწყობის მოწყობა.

აღნიშნული საწყობი წარმოადგენს ღია ტიპის სასაწყობო ფართს, საყრდენი კედლებითა და რკინაბეტონის ფილით.

საწყობის მთლიანი ფართი 2000 მ2-ია.

საბურავების დასაწყობება მოხდება 2 მეტრის სიმაღლეზე და ნავარაუდევია დასაწყობება 200კგ/მ3 .

გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიხედვით, აღნიშნული სასაწყობე ფართზე წარმოქმნილი სანიაღვრე წყლები საჭიროებენ წინასწარ გაწმენდას ნავთობპროდუქტებიდან.

კასპის საწარმოში არსებობს სანიაღვრე სისტემა, რომელიც ჩაედინება ორ-სექციან სალექარში და გაწმენდის შემდეგ მდინარე ლეხურაში.

სწორედ ამ სანიაღვრე სისტემასთან იგეგმება, ნავთობდამჭერის გავლის შემდეგ საბურავების სასაწყობო ფართზე მოგროვებული სანიაღვრე წყლების მიერთება.

სანიაღვრე ქსელის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით (თანდართული ფაილი), სანიაღვრე წყლის საანგარიშო ხარჯის სიდიდე 232 ლ/წმ -ია ჰექტარიდან.

ამ სიდიდეზე დაყრდნობით გამწმენდი ნაგებობის მოთხოვნილი სიმძლავრე დაახლოვებით 50 ლ/წმ-ში გამოდის.

გთხოვთ მოგვაწოდოთ წინადადებიბი ზემოთაღნიშნული მიზნისათვის გამწმენდი ნაგებობის მოწოდებაზე შემდეგი მონაცემებით:

  • სანიაღვრე წყლების გამწმენდი ნაგებობა წარმადობით 50 ლ/წმ.

პარამეტრები შემავალზე:

  • შეწონილი ნაწილაკები 500 მგ/ლ
  • ნავთოპროდუქტები 300 მგ/ლ

გაწმენდის მოთხოვნილი პარამეტრები:

  • შეწონილი ნაწილაკები 30 მგ/ლ
  • ნავთოპროდუქტები 5 მგ/ლ

სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 29 ივნისი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: Vladimer.Surguladze@heidelbergcement.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები