
ჩაბარების ვადა:
25 მაისი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1367 - ტენდერი ახალციხის მუნიციპალიტეტში მშენებარე გვირაბისა და ჰესის ნაგებობების დროებითი გარე ელექტრომომარაგების მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "მტკვარი ჰესი" აცხადებს ტენდერს ახალციხის მუნიციპალიტეტში მშენებარე გვირაბისა და ჰესის ნაგებობების დროებითი გარე ელექტრომომარაგების მოწყობაზე (სიმძლავრის გაზრდა 5090 კვტ-დან 5590 კვტ-მდე).
ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ:
- სამუშაოს შესრულების ადგილი: ახალციხის რაიონი სოფ. საყუნეთი
- სამუშაოს დაწყების სავარაუდო თარიღი: 30.05.2016
- ობიექტზე ცხოვრების ხარჯები: ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს პერსონალის დაბინავების, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები.
- სამუშაოების პერიოდი: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა.
- ტექნიკური დავალება: გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტაცია:
ა. ტექნიკური დავალება;
ბ. მასალა-მოწყობილობების სპეციფიკაცია.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 25 მაისი 18:00.
ტენდერის მასალები (ბეჭდური და ელექტრონული ვერსია) დახურული კონვერტით მიტანილი უნდა იქნას სათაო ოფისის მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. 74, მე-9-ე სართული. თბილისი 0162.
საკონტაქტო ინფორმაცია: info@hpp.ge; etavtavadze@hpp.ge; + 995 32 291 69 49
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
- რეკვიზიტები: პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძღვანელის სახელი, გვარი და პირადობის მოწმობის ასლი; პრეტენდენტის იურიდიული და ფაქტიური მისამართი; საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ინფორმაცია სასამართლო საქმის წარმოების, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის, ყადაღის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ინფორმაცია საკუთრებაში არსებული სამშენებლო ტექნიკის შესახებ;
- ინფორმაცია კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ;
- ინფორმაცია ბოლო 3 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენით (განხორციელებული მომსახურების ჩამონათვალი, ღირებულება, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები);
- შესასრულებელი სამუშაოს მეთოდოლოგია და დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
- სამუშაოს შესრულების ვადები და შესრულების გრაფიკი;