
23 მაისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1373 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურებზე სარეკლამო, ბრენდირების მასალებისა და მომსახურეობის შესყიდვის თაობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს ავტო გაზგასამართი სადგურებზე სარეკლამო, ბრენდირების მასალებისა და მომსახურეობის შესყიდვის თაობაზე.
ტენდერი იყოფა სამ ლოტად:
- ლოტი #1: შპს ნეოგაზი-ს ავტო გაზგასამართი სადგურების მარკეტინგული გადაფუთვა;
- ლოტი #2: შპს ნეოგაზი-ს ავტო გაზგასამართი სადგურებისთვის სარეკლამო მანიშნებლების დამზადება, მონტაჟი;
- ლოტი #3: ნეოქარდის ორგმინის დაფების (21*29.5 სმ) დამზადება.
სამუშაოების მოცულობები, სპეციფიკაცია და ჩატარების ადგილმდებარეობა თითოეული ლოტისთვის გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილებში.
შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა პირებმა ელ. ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge უნდა დაადასტურონ ტენდერში მონაწილეობის სურვილი, რის შემდეგაც მათ გადაეგზავნებათ დიზაინის ფაილები.
ლოტი N1-ის შემთხვევაში სასურველია კომპანიებმა მოახდინონ ვიზიტი თითოეულ ავტო გაზგასამართ სადგურზე ტერიტორიის დათვალიერებისა და სიტუაციის შეფასების მიზნით.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა/პროდუქციის ღირებულება ლოტის სპეციფიკიდან გამომდინარე;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (შესაძლებელი იქნება სამუშაოების ეტაპობრივად შესრულება ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად).
- ინფორმაცია საგარანტიო პირობებისა და ვადების შესახებ.
გამარჯვების შემთხევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები);
დამატებითი მოთხოვნები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა, ტენდერისა და ლოტის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 23 მაისის 17:00 საათამდე.
გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 30%; შესრულების ვადა - 20%; ანალოგიური გამოცდილება - 25%; საგარანტიო პირობა - 15% გადახდის პირობები - 10%.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 67 14 14. საკონტაქტო პირი ესმა ჩაჩანიძე; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.