ჩაბარების ვადა:

13 ივლისი 2022, 14:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T13743 - ტენდერი ცენტრალური გუმბათის რეაბილიტაციაზე

ტენდერის აღწერილობა:

თბილისი მოლი აცხადებს ტენდერს ცენტრალური გუმბათის რეაბილიტაციაზე.

სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლის“ შენობა მდებარეობს დავით აღმაშენებლის ხეივნის 213 ნომერში.

მოცემული შენობა, შედგება სამი ბლოკისაგან (A, B და C ბლოკებისგან). შენობა 4 სართულიანია და სარეაბილიტაციო ატრიუმი განლაგებულია B ბლოკში. 

ცენტრალური ატრიუმის გადახურვა გუმბათოვანი ტიპისაა და წარმოადგენს 47.5 მეტრი დიამეტრის წრიულ, ლითონის სივრცული წამწეებისგან შემდგარ კონსტრუქციას. წამწეები ერთმანეთთან დაკავშირებულია გუმბათის ზედა და ქვედა სარტყელების მეშვეობით, ხოლო წამწეების მდგრადობა უზრუნველყოფილია დაჭიმული ფოლადის ბაგირებით.

გუმბათის ჭერი მოპირკეთებული არის ალუმინის შეღებილი დეკორატიული მილებით, რომლებიც წრიული განლაგებით არის დამონტაჟებული. მილები ჩალაგებულია ალუმინის მიმმართველ პროფილებში, სლეციალურ ჩაღრმავებებში და ცალი მხრიდან დაფიქსირებულია შურუპის (თვითმჭრელით) მეშეობით

ტექნიკური დასკვნა 

  • ცენტრალური ატრიუმის გუმბათის დათვალიერების შედეგად საჭირო გახდა ჩარჩოების და მათ შორის მოქცეული დეკორატიული დეტალის, ნაწილობრივი შეკეთება.
  • გამოკვლევის საგანს წარმოადგენდა შენობის ცენტრალური გუმბათის ტექნიკური მდგომარეობა.
  • გამოკვლევა ჩატარდა კომპანია „ზნიიეპის“ მიერ. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრის „თბილისი მოლის“ შენობის ცენტრალური ატრიუმის გუმბათის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. საჭიროებს ნაწილობრივ სარესტავრაციო სამუშაოებს

ტექნიკური დავალება
ქვემოთ მოცემული ჩამონათვალის მიხედვით, მომზადდეს პროექტი დეტალური განფასებით და შესრულდეს სამუშაოები: 

  • ცენტრალური გუმბათის ლით. ბაგირები
  • ცენტრალური გუმბათის ლით. ბაგირების დაჭიმულობის ნახაზის მომზადება, დეტალური კვანძებით და დატვირთულობით
  • ცენტრალური გუმბათის ლით. ბაგირების დაძაბულობის შემოწმება და შემდგომ მისი დაჭიმვა.

ცენტრალური გუმბათის ლით. დეკორატიული ჩანართები.

  • ლითონის მილების დათვალიერება 100% და სარისკო ადგილების იდენტიფიცირება (ფოტო დასურათება);
  • კვანძის ჩამაგრების მეთოდოლოგიის შემუშავება და ნახაზის მომზადება.
  • ყველა ხარვეზული დეტალის დაფიქსირება რაოდენობრივად
  • BOQ ს მომზადება

ცენტრალური გუმბათის დეკორატიული პანელები

  • გუმბათის შიდა სივრცეში არსებული დეკორატიული პანელების დათვალიერება 100% და სარისკო ადგილების იდენტიფიცირება
  • პანელების სამაგრების მეთოდოლოგიის შემუშავება და ნახაზის მომზადება
  • ყველა ხარვეზული დეტალის დაფიქსირება რაოდენობრივად
  • BOQ ს მომზადება

ანფასება

  • განფასებაში უნდა იყოს მითითებული ყველა სახის დანახარჯი რაც საჭირო იქნება პროექტის სრული შესრულებისთვის. ჯამურ თანხაში უნდა შედიოდეს კანონით გათვალისწინებული ყველა გადასახადი. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 13 ივლისი, 14:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

კითხვებისთვის მიმართეთ:
მირიან კაკაბაძე
ელ. მისამართი: mkakabadze@tbilisimall.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 ივლისი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა