ჩაბარების ვადა:

12 ივლისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13756 - ტენდერი უნიფორმების დამზადებასა და შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს უნიფორმების დამზადებასა და შესყიდვაზე.

პროდუქტის აღწერილობა:

  • წინსაფარი;
  • პოლო მაისური;
  • სტაჟიორის მაისური;
  • ადმინისტრატორის ჟილეტი;
  • მენეჯერის ჟილეტი;
  • პროდუქტის დეტალური აღწერილობა მოცემულია ფაილი N1-ში;

ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:

  • პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება;
  • მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება(ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს უსასყიდლოდ);

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • გადახდის  პირობა: მიწოდებიდან  30 დღე;

დამატებითი ინფორმაცია:

  • პროდუქციის შეკვეთა ხდება მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად;
  • ყოველ შეკვეთამდე აუცილებელია ზომების აღება თითოეულ თანამშრომელზე;
  • მოწოდების ვადა შეკვეთიდან -10 დღე;
  • შემოთავაზება უნდა მოიცავდეს პროდუქციის მოწოდებას შეთანხმებულ ლოკაციაზე;
  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროდუქტის ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
  • გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2022 წლის 30 ივნისიდან 2022 წლის 12 ივლისის ჩათვლით;

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ გიქოშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
ელ. ფოსტა: mariam.gikoshvili@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები