ჩაბარების ვადა:

7 ივლისი 2022, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T13759 - ფასთა გამოკითხვა კასპის ქარხანა #3, 4 და 5 სილოსების გაწმენდა-გასუფთავებაზე დაძველებული და დაბეგებული ცემენტისგან

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

ჰაიდელბერგცემენტი გეგმავს კასპის ქარხანაში არსებული #3,4 და 5 ცემენტის სილოსების გაწმენდას დაძველებული და დაბეგებული ცემინტისგან. აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა გამოცდილი მუშებისგან შემდგარი ჯგუფი ორი ცემენტმზიდით, რომლებსაც აქვთ მსგავსი სამუშაოს გამოცდილება. სამუშაოს ფარგლებში უნდა მოხდეს ეტაპობრივად თითო-თითო სილოსის გაწმენდა,სილოსიდან ცოტ-ცოტა რაოდენობის ცემენტის გამოყრა,ცემენტმზიდებით აწოვა და ქარხნის წარმომადგენლის მიერ მითითებულ ადგილზე შეკაჩავება-დაცლა.

შემსრულებელმა თავად უნდა უზრუნველყოს საჭირო ხელსაწყოები და საჭირო ტექნიკა (ცემნტმზიდები 2 ერთეული, ციცხვიანი ავტოდამტვირთველი) ცემენტის სილოსების გაწმენდა უნდა დავიწყოთ მე-5 სილოსიდან, შემდეგ მე-4 სილოსი და მე-3. 12 სთ_ში უნდა მოხდეს 60 ტონის აწოვა და შეკაჩავება-დაცლა.

ვადა სამუშაოს შესასრულებლად თითო სილოსზე 30 დღე.

რაოდენობები: N3-1687;N4-1474;N5-1371.

დამთავრების შემდეგ უნდა მოხდეს ტერიტორიის დასუფთავება. (კვირას დასვენება)

ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფი არის ერთერთი ლიდერი კომპანია მსოფლიოში ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე და საქართველოში წარმოადგენს ცემენტისა და ბეტონის ყველაზე მსხვილ მწარმოებელს. მსოფლიოს მაშტაბით კომპანიას ყავს 60,000 დასაქმებული 60-ზე მეტ ქვეყანაში.

მეტი ინფორმაცია ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: www.heidelbergcement.com.

მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.

ცემენტის სილოსების გაწმენდითი სამუშაოებისას უნდა შესრულდეს შემდეგი ძირითადი პუნქტები:
ცემ სილოსების გაწმენდითი სამუშაოები:

  • ზემოთ აღნიშნული თანმიმდევრობით სილოსების გაწმენდის დაწყება
  • სილოსის გამონგრევა ცემენტის გამოსაყრელად
  • სილოსთან ლითონის ფურცლებით პატარა შემოღობვის მოწყობა,რათა ცემენტი არ გაიშალოს.
  • შემოღობილიდან 2 ცემეტმზიდით აწოვა ცემენტის
  • სამანქანო სასწორზე წონის დაფიქსირება
  • ქარხნის წარმომადგენლის მიერ მითითებულ ადგილზე მიტანა და შეკაჩავება-დაცლა
  • ნაყარი ცემენტისგან დაცლის შემდეგ სილოსის, დაბეგებული-მიმხმარი ცემენტისგან გასუფთავება სილოსის შიგნიდან.
  • მორჩენის შემდეგ ისევ ამოშენება სილოსის გამონგრეული ნაწილის
  • ნარჩენების გატანა სამუშაო ადგილიდან, დასუფთავება.

სამუშაოს შესასრულებლად ჰედელბერგ ცემენტს, სურვილი აქვს იქირავოს კომპანია, რომელიც შეასრულებს N3,4 და 5 ცემ სილოსების გასუფთავებას. კომპანიის ვალდებულებაა უზრუნველყოს სამუშაოების საწარმოებლად ხელსაწყოები. მათი უზრუნველყოფა ინდუვიდუალური დაცვის საშუალებებით. ასევე შემსრულებელი ორგანიზაციის ვალდებულებაა უზრუნველყოს სამუშაოების შესრულება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება ჰეიდელბერგცემენტისა და ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების კუთხით.

თანდართული დოკუმენტაცია:
გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  • სამუშაოების შესრულების ადგილი: . კასპი, კასპის ცემენტის ქარხანა.
  • სამუშაოების შესრულების ვადა: დაწყებიდან თითო სილოსი 30 დღე
  • გადახდის პირობები: სამუშაოების დასრულების შემდეგ, შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა: 07.07.2022 , 12:00 საათი.

გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება შემდეგ მისამართზე:
HeidelbergCement Georgia Ltd
21 ალ. ყაზბეგის გამზირი
0160 თბილისი, საქართველო

ტენდერის კატეგორია:

  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები