ჩაბარების ვადა:

12 ივლისი 2022, 19:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T13793 - ტენდერი ქონების დაზღვევაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ჯორჯიან ქარდი (/ 204396377) აცხადებს ტენდერს ქონების დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ხელშეკრულება გაფორმდება 1 წლის ვადით;

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • ქონების დაზღვევის სრულ რისკებს: ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, მიწისძვრა, წყალდიდობა, თვითმფრინავის ან სხვა საჰაერო ტრანსპორტის ჩამოვარდნა, უხვთოვლიანობა, შტორმი, ქარიშხალი, ნიადაგის ჩამოშლა, მეწყერი, წყალგაყვანილობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა, ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა, მესამე მხარის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი, სატრანსპორტო საშუალების შეჯახებით მიყენებული ზიანი;
  • გამონაკლისების დეტალურს სიას, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
  • სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების პირობებს, საჭირო დოკუმენტებსა და პროცედურას;
  • სადაზღვევო პრემიის გადახდის წესს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

დავალებათა აღწერილობა:

  • დასაზღვევი ქონების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი 1-ში

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული უნდა იყოს ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში;
  • წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სსჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სსჯორჯიან ქარდიიტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.

თანდართული დოკუმენტაცია:

  • დანართი 1: ფასების ცხრილი
  • დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 12 ივლისი, 19:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი/დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ტაბატაძე
ელ.ფოსტა: tenders@gc.ge 
მობ: +995 577 331197

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    8 ივლისი 2022 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა